"ვან გოლი" ბრუნდება ევროპის დასაპყრობად

მადრიდის "რეალს" სამშაბათის მატჩში დახმარებას გაუწევს ჰოლანდიელი გოლეადორი რუუდ ვან ნისტელროი. ის ისევ დიდ ძალას წარმოადგენს კლუბისთვის და შიშის ზარს კვლავ სცემს ევროპულ კლუბებს. მას შეიძლება მისცენ რამდენიმე წუთი სათამაშო დრო და ისიც ეცდება გამოიყენოს ბოძებული შანსი და გოლი გაიტანოს.

გასულ წელს 33 წლის ჰოლანდიელს არ გაუმართლა ტრავმის გამო, ხოლო წელს უკვე მზად არის ევროპა კვლავ დაიპყროს. ის არის ჩემპიონთა ლიგის მეორე ბომბარდირი. მას თანაგუნდელი რაულ გონსალეს ბლანკო ასწრებს. რუუდს 60 გოლი აქვს გატანილი, ხოლო რაულს – 66.

ასევე რუუდი ევროპულ ტურნირებზე ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზეა. პირველ–მეორე ადგილებს რაული და ფილიპო ინძაგი იყოფენ. შესაძლოა სამშაბათის მატჩში "სან სიროზე" ეს სამი ბომბარდირი იყოს მოედანზე.

სამივე ფეხბურთელის ასაკი ჯამში შეადგენს დაახლოებით 100 წელს და ერთად გატანილი აქვთ 180 გოლი ევროპულ ტურნირებზე. ისინი უკვე მსოფლიოს ლეგენდები არიან და აგრძელებენ უმაღლეს დონეზე ასპარეზობას. რაულსა და ნისტელროის აქვთ შანსი ითამაშონ წყვილში "სან სიროზე" "მილანის" წინააღმდეგ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 3 ნოემბერი 2009
  • 1 563
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (212)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)