კასილასმა ბურთთან ერთად ივარჯიშა
მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბურთთან ერთად ივარჯიშა.
შეიძლება ითქვას, რომ იკერ კასილასის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინაორეობს. ხუთშაბათს, კასილიასმა ჯერ სარბენი ვარჯიშები შეასრულა, ხოლო შემდეგ “რეალის” ფიზიოთერაპევტთან კარლოს ლალინანთან ერთად ბურთით ივარჯიშა.
იკერმა ტრავმა 23 იანვარს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, “ვალენსიასთან” საპასუხო მატჩში მიიღო. კაპიტნის დაბრუნებას მარტის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
- 1 მარტი 2013
- 1 811
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.