ვარჯიში სან სიროზე
მადრიდის რეალმა ვარჯიში გამართა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე. მანუელ პელეგრინის შეგირდებმა დიდი დრო დაუთმეს ვარჯიშებს, რომლებიც ბურთის კონტროლის გასაუმჯობესებლად იყო შედგენილი.
ვარჯიში 19:00 დაიწყო, მანუელ პელეგრინის მიმართვით ფეხბურთელებთან, რის შემდეგაც ფეხბურთელები გახურდნენ. კასილასი, დუდეკი და ადანი კი მეკარეების მწვრთნელთან ხავიერ მანკისიდორთან ერთად ვარჯიშობდნენ.
შემდეგ პელეგრინიმ გუნდი ორ ჯგუფად დაყო და მინი მატჩი ჩაატარა. არბელოა, ალბიოლი, რამოსი, მარსელო და ხაბი ალონსო იცავდნენ კასილასის კარს, რაულისგან, იგუაინისგან, ბენზემასგან, ვან დერ ვაარტისგან და დიარასგან.
აგრეთვე დიდი ყურადღება დაეთმო სტანდარტების შესრულებას და დაცვის მოქმედებას. მადრიდელ მცველთა შესაქებად უნდა ითქვას, რომ სტანდარტებიდან არც ერთი გოლი არ გასულა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 3 ნოემბერი 2009
- 2 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.