„კამპ მოუ“
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს „კამპ ნოუზე“ ყველა სახის სიტუაცია აქვს გამოცდილი.
ბოლო შეხვედრა კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მისი გუნდის შესრულებით.
პირველად 2006-07 წლების სეზონში ესტუმრა კატალონელების სტადიონს. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დროგბამ 93-ე წუთზე გატანილი გოლით მეტოქესთან 2-2 დააფიქსირა. მოუმ ეს გოლი მოედნის გასწვრივ გარბენით და მუხლებზე გასრიალებით აღნიშნა.
მას შემდეგ იყო გამაოგნებელი გამარჯვება „ინტერთან“ ერთად. საფინალო სასტვენის შემდეგ მოურინიომ გადაირბინა მთელი მოედანი რათა იტალილ გულშემატკივრებთან ერთად აღენიშნა ეს გამარჯვება. მას არც კი ადარდებდა მოედნის საფარის სისველე და ვიქტორ ვალდესის კომენტარი ამ ფაქტზე.
შემდეგი კი შარშანდელი სეზონის ლა ლიგაში მოგება გახლდათ. გამარჯვების გოლი იმ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
ახლა კი კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, 1-3 გამარჯვების შემდეგ „კამპ ნოუ“ იქცა „კამპ მოუდ“
- 28 თებერვალი 2013
- 3 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.