"რეალს" სამეფო თასის ფინალის ჩატარება "ნოუ კამპზე" სურს
მადრიდის "რეალს" სამეფო თასის ფინალში თამაში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ "ნოუ კამპზე" სურს.
როგორც Marca იტყობინება, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას აპირებენ მიმართონ წინადადებით სამეფო თასის ფინალი "ნოუ კამპზე" გაიმართოს, რადგა თეთრები აღნიშნულ სტადიონზე უკეთ გრძნობენ თავს.
მეორე ვარიანტი ზემოთ არნიშნული მატჩის გამართვისა "ვალენსიას" სტადიონი "მესტალიაა". დაპირისპირების სავარაუდო თარიღი 18 მაისია.
სამეფო თასის ფინალის ზუსტი თარიღი და თამაშის ადგილი გაირკვევა, მას შემდეგ რაც "ატლეტიკოს" და "რეალის" წარმომადგენლები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს შეხვდებიან.
- 28 თებერვალი 2013
- 3 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.