ტომას რონსეროს მოსაზრება

გთავაზობთ ყველაზე გიჟი მადრიდისტას მოსაზრებას.

როგორც ჩემს ბავშვობაში. ”თეთრებმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თუ რატომ მაქვს ეხლა მე გულის წნევა 130 (1-3). მომენტი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ველოდი. ორგაზმი, რომელსაც ასე მოწყურებული ვიყავი. ესაა წუთები, წამები და საათები, როცა ღმერთმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ტერმინი, რომ ეს გუნდი არის ”ყველაზე ცუდი გუნდი” დღევანდელი გამარჯვებით ამტკიცებს და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. კითხვა ”რა ჯანდაბა ხდება” აქტუალურია. ერთი წინადადებით აგიხსნით , რაც ხდება. ”მადრიდის რეალს” თავის რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყავს. უფრო მეტიც, ”მადრიდის რეალში” ოქროს ბურთის რეალური მფლობელი 7 ნომრით თამაშობს. სწორედ კრიშტიანო იყო იმ ლა ლიგის მომგები გუნდის არქიტექტორი, რომელმაც 100 ქულა და 121 გატანილი გოლი დააგროვა, რომელმაც ”ბარსა” , მესი და მისი ძმანი 2012 წლის აპრილში ”კამპ ნოუზე” დაადუმა. წინა ღამეს, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ხდება ხოლმე, არსებობდა გარკვეული ეჭვები, მაგრამ მსაჯის სასტვენი და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მეტოქე კიდევ ერთხელ გაერხა ფეხქვეშ. ”სან სიოზე” , წარმოუდგენელი 26-F და მისი მისამართით ლეო მესის ძახილის შემდეგ, რომელსაც რონალდუ არც კი გამოეხმაურა, რაც ძალიან კარგია. ნებისმიერი მისი შეხება ბურთთან და ”ბარსელონა” თავის მოტორზე არ იყო, ის იქცეოდა, ცოცავდა და ღმერთმა უწყის რას შვებოდა. მისი სუპერმენის ვარცხნილობა განგაშის ზარს იწვევდა მეტოქის რიგებში. მისი ძლიერი ფეხები სხვადასხვა მხრიდან უბრაგუნებდა ე.წ. მსოფლიოში საუკეთესო გუნდს. პინტომ მას ნახევარი ძალით დარტყმა სთხოვა, როცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. კრიშტიანო მუდამ ასე თამაშობს, მაგრამ დღეს ის გამსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ჩვენგან. ის ”კამპ ნოუზე” უკვე ზედიზედ ექვსი კლასიკოა , რაც გოლს იტანს. მისი მერვე გოლი გასვლით კლასიკოებში, საერო ჯამში კი 12 და დაწინაურება სანტილანასთან ერთად გარანტირებულია. ”მადრიდის რეალი” ”ბარსელონას” ბალახებზე ცეკვავდა და დასცინოდა ოპონენტს, რომელმაც არ იცოდა, რა დაეპირისპირებინა მოურინიოს დიდებული გუნდისთვის. კრიშტიანო კოპა დელ რეის მეფეა.წარმატებები მეგობარო.

მოურინიოს გაკვეთული. ანალოგიური რამ გაკეთდა ”კამპ ნოუზე” ცხრა თვის წინ ლა ლიგის ეგიდით და განმეორდა გუშინაც. ბევრის შეფასებით წარმოუდგენელი და მიუღებელი ტაქტიკური გადაწყვეტილებები. პეპე სათადარიგოზე, სასტარტოში კი ვარანე, რომელსაც გვერდს შეუდარებელი და მრავალჭირვარამგადახდილი რამოსი უმაგრებდა. მესიმ ასეთ ბრწყინვალებას ვერ გაუძლო და დაკომპლექსდა. პედრო ცენტრში, ფლანგზე ალბას, მაგრამ დიდი ვერაფერი, ჟორდი როურამ ვერ მოარგო გასაღები ”მადრიდის რეალის” ბრწყინვალე დაცვის ხაზს. უნდა ითქვას დიეგო ლოპესის აღმაფრთოვანებელი თამაშის შესახებ, მას თვით დიდი კაპიტანი იკერი უკრავდა ფეხზე წამომდგარი ტაშს სათადარიგოთა სკამიდან. შეკრული, მოტივირებული, კონცენტრირებული, ცხოვრებით გახარებული, დაკავშირებული, ამბიციური, შეუდრეკელი, მისაბაძი, მრიცხანე და ნიჭიერი ეს ის ”მადრიდის რეალია”, რომელზეც ოცნება შეიძლებოდა. ”მადრიდის რეალი”, რომელმაც სამყარო დაადუმა. ის ხალხი, რომელიც ჩინეშთი, ჰონდურასში, თუ ნიუ-იორკში ადრე ”ბარსას” მაისურებს ყიდულობდა, დღეს მივა და კრიშტიანოსა და იოზილის მაისურებს იყიდის. ”ბარსელონა” მოდაა, ხოლო მოდა კი გარდამავალია. ”მადრიდის რეალი” კი საფეხბურთო ისტორიაა, ”მადრიდის რეალი” წარსულია, ეს აწმყოა და ეს მომავალია. ღმერთო დაიფარე მეფე, ანალოგიური ხდება ”მადრიდის რეალთან”. ის მეფეა და დაე, ღმერთო დაიფარე მეფე.

მხარდამჭერების ეიფორია. ისტორიული მოგება მადრიდისტების მილიონიან კატალონიაში. გმირები მტრის ტერიტორიაზე, შეუდრეკელი ბიჭები , რომლებიც თეთრი გულების გამო უკან არაფერზე იხევენ. მომდევნო კვირას გაიხსნება ”Rock Castellbell i El Vilar”-ი. ”მადრიდის რეალი” იქ აუცილებლად იქნება. ეს უკვე შეუჩერებელია. და ბრავისიმო იმ 600 სპარტანელს, რომლებიც ამაყად და გიჟურად იცავდნენ მოუ კამპზე თეთრ ფორმას. რა საღამო, რა ბრწყინვალება, სიცოცხლე თეთრია..

  • J.Z.
  • 27 თებერვალი 2013
  • 6 025
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)