კრიშტიანუ რონალდუ - „ნოუ კამპის“ მეფე
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა გოლეადორმა, კატალონიური კარის ბადის შერხევა, არც ამჯერად დაიზარა.
კრიშტიანუ რონალდუმ, ზედიზედ მე-6 შეხვედრაში მოახერხა, „ბარსელონას“ მშობლიურ არენაზე გოლის გატანა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.საერთო ჯამში, ბარსელონელმა ქომაგებმა, საკუთარი თვალით, „ელ ფერაარის“ 8 გოლი იხილეს.
ალბათ, გახსოვსთ, რონალდუს გამადრიდელების შემდეგ, ბევრს აკრიტიკებდნენ, „ბლაუგრანასთან“ უფერული თამაშისათვის.შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელმა მიზანი გაისწორა და მას შემდეგ, 12 გოლი შეუგდო პრინციპულ მეტოქეს (19 მატჩში).
და ბოლოს, რონიმ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და მეორე ბურთის შემდეგ, დამშვიდებისაკენ მოუწოდა ადგილობრივებს.
პ.ს. სტატიის სათაური, სიტყვა-სიტყვით ითარგმნა „მარკადან.“
- 27 თებერვალი 2013
- 3 997
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.