უცხო თვალით დანახული ელ კლასიკო

დიდი ბრიტანეთის, იტალიის , საფრანგეთის და არგენტინის კორესპოდენტები გვთავაზობენ თავიანთ შეხედულებებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.

ინგლისის მეხუთე და მეოთხეები

თუ ბოლო თვეების მონაცემებს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ ”ბარსელონა” და ”მადრიდის რეალი” ამ ქვეყანაში მიმდევრების მხრივ მეოთხე თუ მეხუთე ადგილებზე არიან. ეს სტატისტიკა ერთ წელზე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ისეთი გულშემატკივარი, რომლებსაც მეორე და იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ პირველ საყვარელ კლუბად სწორედ მადრიდული და კატალონიური გრანდი ყავთ ამორჩეული.

ყოველდღიურად ასეთი შეხვედრების წინ მიდის მსჯელობა იმაზე, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია ისეთი საკიტხი, როგორიცაა არის თუ არა ეს სეზონი უკანასკნელი მოურინიოსთვის ”მადრიდის რეალში”? არის თუ არა რონალდუ ისეთივე კარგი, როგორც მესი?

კლასიკო იტალიაში ნაკლებად აინტერესებთ

კლასიკომ იტალიაში ინტერესი დაკარგა. არა იმიტომ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ორი კლუია, არამედ არცერთი იტალიური ტელევიზია არ ახორციელებს ესპანური ფეხბურთის ტრანზიტულ ტელეჩვენებას. ბევრმა მიმდევარმა უარი თქვა, Sky მთლიანად ლიგითაა იმედგაცრუეული , ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ ”ბარსელონა” და ”მადრიდის რეალი” არიან . მათი მუდმივი ჭიდილის ცქერა კი მომაბეზრებელია. ყველაზე მეტად კი ალბათ შურის საკითხია, ვინაიდან მათ შურთ იმ ლამაზი ფეხბურთის ხილვა, რომელსაც ”ბარსა” და ”თეტრები” აჩვენებნ ურთიერდაპირისპირებისას.

ეხლა კლასიკოს მიმართ ინტერესი განელდა, მაგრამ პრესაში, ვებგვერდებზე და სხვადასხვა რადიო თუ ტელეგადაცემებში არც ისე ხშირად, მაგრამ ხანდახან ერთი ორ სიტყვას თუ გადაკრავენ და ისაუბრებენ კლასიკოზე. ”ბარსას” ”მილანთან” მარცხის შემდეგ ხალხს სურს იმის ნახვა, შეძლებენ თუ არა მათი ოპონენტები შოკიდან გამოსვლას და ”კამპ ნოუზე” მეორე შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებას. ასევე არის კაკას საკითხი, რომელიც მუდამ აღელვებთ ”მილანის” გულშემატკივრებს. ამ დროს არის ”ინტერი” , რომელიც უკვე ნოსტალგიით ცხოვრობს მოუს ეპოქასთან დაკავშირებით და იხსენებს ნერაძურის აღმასვლის ხანას.

საფრანგეთში სჯერათ, რომ ბენზემა იქნება სასტარტოში

როგორც ყოველთვის, დღევანდელი ელ კლასიკოც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საფრანგეთში. Bein Sport-ი არხი, რომელიც გადმოსცემს და რომელსაც გააჩნია ესპანური ფეხბურთის ტრანსლირების ექსკლუზური უფლება, იმედოვნებს, რომ შეძლებს მილიონობით მიმდევრის/კლიენტების მოზიდვას. ამიტომაც ის არ იშურებს არანაირ ძალას, მათ შორის კონკურენტ და მოსისხლე მტრის ბანაკში რეკლამის გავრცელებასაც, როგორი ფაქტიც დაფიქსირდა ”პსჟ”-”მარსელის” დაპირისპირების დროს, რომელსაც Canal + გადასცემდა გავიდა სწორედ დღევანდელი ელ კლასიკოს რეკლამა, რომლის ნახვასაც მაყურებლები სწორედ Bein Sport-ზე შეძლებდნენ.

L'Equipe გუშინ დღევანდელ კლასიკოს ორი სტატია მიუძღვნა. პირველი ეხებოდა ვილა, მესი და პედროს ტრიოს დაყენებას შეტევის ხაზში , ხოლო მეორე კი ბენზემას დაბრუნებას სასტარტო შემადგენლობაში: ”ფრანგი თავდამსხმელი ვარჯიშობდა თანაგუნდელებთან ერთად და ის მოურინიოს განკარგულებაში იქნება” დაიწერა L'Equipe-ის ყოველდღიურ გამოცემაში. მათ სჯერათ, რომ ბენზმეას დღეს სასტარტოში ვიხილავთ.

რადიოსადგურმა RMC -მაც ივარაუდა ფრანგი თავდამსხმელის სასტარტო შემადგელობაში ყოფნა. ფრანგული Eurosport -ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინტერვიუში კი პეპე საუბრობს ვარანეზე: ”ორ წელიწადში ის ერთ-ერთი საუკეტესო მცველი იქნება მსოფლიოში.”

არგენტინა მესის ”ბარსას” გვერდითაა

  • J.Z.
  • 26 თებერვალი 2013
  • 2 241
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)