ბრწყინვალე შანსი კაკას
ფეხბურთი სულის მდგომარეობა არის, ამის ნათელი მაგალითი კი რიკარდო კაკა არის. 3 წლის განმავლობაში ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმები და მწვრთნელის უნდობლობა გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელმა მოახერხა საკუთარ თავში ძალის მოძებნა და ფორმის პიკს მიუახლოვდა. ყოველი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი დატოვებდა სამეფო კლუბს, მაგრამ რიკიმ სამწვრთნელო შტაბს დაუმტკიცა, რომ მასზე უარის თქმა ნაადრევია. მას შემდეგ რაც მადრიდელთა რვიანმა ბოლო მატჩებში ბრწყინვალედ იასპარეზა, მწვრთნელს თავსატეხი გაუჩნდა, ხომ არ მისცეს შანსი გამთამაშებელს გადამწყვეტ შეხვედრებში? პირველი შანსი კაკას სამეფო თასზე ბარსელონასთან გასამართ შეხვედრაში ექნება.
დეპორტივოსთან მატჩში კაკამ 90 წუთი გაატარა მოედანზე, გააკეთა 45 პასი (რომელთაგან 90% ზუსტი აღმოჩნდა) და გაიტანა გოლი. შეხვედრის შემდეგ აიტორ კარანკამ განაცხადა: ”კაკას მორალური მდგომარეობა ეხმარება კარგად თამაშში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.”
არავის გაუკვირდება, უახლოეს მომავალში დი მარია ძირითადი შემადგენლობიდან თუ ამოვარდება და ბარსასთან ან მანჩესტერთან ძირითადში კაკა დაიწყებს თამაშს. ყველაფერი მოურინიოზეა დამოკიდებული, თუმცა მატჩის შემდეგ არ მალავდა, რომ სურდა გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობის მიღება: ”გუნდს წინ გადამწყვეტი კვირა ელის და შემადგენლობა მწვრთნელის გადასაწყვეტია, მე ვაგრძელებ მუშაობას საკუთარ თავზე და ვეცდები, რომ ამ შეხვედრებისათვის ფორმის პიკში ვიყი.”
რამდენიმე საათის შემდეგ თავის სოციალური ქსელის გვერდზე კაკამ ასეთი განცხადება გააკეთა: "ნდობა არის ის, რასაც შენგან ელიან, თავდაჯერებულობა ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა, იბრძოლე, იყავი ამბიციური, შეინარჩუნე კონცენტრაცია, იყავი ძლიერი. განწყობა - ყველაფერი აქედან მოდის.”
აღსანიშნავია ისიც, რომ დეპორთან შეხვედრა გამოდგა ზედიზედ მეორე, რომელშიც კაკამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე. მას შემდეგ, რაც მოურინიო გახდა სამეფო კლუბის მწვრთნელი, კაკას ასეთი შანსი მხოლოდ 11 ჯერ მიეცა.
- 26 თებერვალი 2013
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.