მოურინიოს პრეს-კონფერენცია
ჟოზე მოურინიომ ხვალინდელი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
"არსებობს შეხვედრები, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვიყვარს და რომელში მონაწილეობის მიღება თითოეულ ჩვენგანს სურს. მე მიყვარს ასეთი შეხვედრები. მე მათ უფრო მეტ იპირატესობას ვანიჭებ, ვიდრე იმათ, სადაც არაფერი არ წყდება. ჩვენ ხვალ ერთი ასეთი შეხვედრა გველის, შემდეგ მოდის კვირის შეხვედრა სახლში და მერე უკვე "მანჩესტერ იუნაიტედი".
"კამპ ნოუზე" მისი გუნდის მიერ დაფიქსირებულ ბოლო შეხვედრებზე საუბრისას, მოურინიომ აღიშნა: "ეს განსხვავებული შეხვედრა და მას არაფერი საერთო არ აქვს წინათ ჩატარებულ მატჩებთან. ეს ყველაფერი ერთმანეთისგან შორსაა. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენო იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ."
როცა კითხეს, იყო თუ არა ეს საუკეთესო დრო "ბარსელონასთან" დაპირისპირებისთვის, მან გაიღიმა: "ეს იგივეა , რაც ამ მატჩის თამაში სხვა ნებისმიერ დღეს. არ აქვს მნიშვნელობა, როდის გიწევს ასეთი მასშტაბური ოპომემტის წინააღმდეგ თამაში. ჩვენ მოგვიწია თამაში ზაფხულში, ბოლო რამოდენიე თვის მანძილზე , სეზონის შუაში. ორ დიდებულ და საუკეთესო გუნდებს შორის შეხვედრის გასამართად რომელი რიცხვი იქნება საუკეთესო, ასეთი რამ არ არსებობს. როცა ასეტი შეხვედრები იმართება, იქ სხვა დანარჩენზე საუბარი უკვე ზედმეტია."
მოურინიომ ისაუბრა ხაბი ალონსოსა და ბენზემას კონდიციებზე და იქნებიან თუ არა ისინი სასტარტო ტერთმეტეულში" "ხაბი ალონსო მზადაა სათამაშოდ და ბენზემამ ასევე ივარჯიშა გუნდთან ერთად გუშინ და დღეს. ის ფიზიკურად მზადაა სათამაშოდ. ჯერ არ ვიცი ვინ დაიწყებს შეხვედრას. ნუ გგონიათ, რომ ვმალავ, უბრალოდ ჯერ კიდევ მაქვს საფიქრი რაღაცეეზე და არ ვიცი სიმართლე გითხრათ. როგორც წესი, ასეტ დროს უკვე გადაწყვეტილი მაქვს სასტარტო შემადგემლობა და უბრალოდ არ ვამბობ, მაგრამ დღეს ასე არ არის." როცა კითხეს ითამაშებს თუ არა გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე მან განაცხადა: "ამაზე ჯერ არ მიფიქრია."
როცა თხივეს კომენტარი გაეკეთებინა დამხმარე მწვრთნელის როურას მიერ პრესკონფერენციაზე გაჟრერებულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო უნდიანა მალიენკოს მისამართით მოურინიომ განაცხადა: "მე პირიქით, გავიზიარებ იმ გაკვეთილებს, რომლებიც ჩვენ წარსულში მივიღეთ "ნარსელონასგან", რაც ეხება მსაჯებზე არლაპარაკს, მსაჯებზე ზეწოლის არმოხდენას,მიღებულ ყვითელ და წითელ ბარათებთან და სიმულაციებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისგან თავის შეკავებას და მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, რაც მათ მშვენივრად გამოსდიოდათ. გვინდა, რომ ამ გზით ვიაროთ."
- 25 თებერვალი 2013
- 2 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.