დი მარიასა და კაკას შორის
მოურინიოს ჯერ არ გადუწყვეტია ვინ ითამაშებს ამ ორიდან.
შეიძლება იტქვას, რომ ”მადრიდის რეალი” მთლიანად ორ გათამაშებაზე კონცენტრირებული, ესაა სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა. სამეფო თასის განმეორებით შეხვედრას მოურინიოს შეგირდები ხვალ გამართავენ, მეორე გამოცდა კი რამოდენიმე დღის შემდეგ მათ ”ოლდ ტრაფორდზე” ელით.
მოურინიოს თავის სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ის კვლავ ფიქრობს. ყველაზე მეტი საფიქრალი მას შემტევი ნახევარცველების პოზიციაზე აქვს. იოზილისა და რონალდუს ამბავი უკვე გარკვეულია. გასარკვევი ისაა, თუ ვინ შეუწყვილდება მათ მესამედ და იქნება თუ არა ეს დი მარია.
ყველასთვის ცნობილია, რომ დი მარია მოურინიოს ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელია , მაგრამ არგენტინელი არც თუ ისე კარგ სეზონს ატარებს და ის რამოდენიმჯერ გახდა მოურინიოს საჯარო კრიტიკის ობიექტი მიმდინარე სეზონში, ამას ემატებ კაკას კარგი თამაში ბოლო შეხვედრების მანძილზე.
თუ კაკა აირჩიეს, მაშინ დი მარიას ფლანგზე იოზილი გადაიწევს და ის და რონალდუ გაცვლიან ერთმანეთში ფლანგებს, ხოლო ბრაზილიელი კი უშუალოდ თავდამსხმელების უკან ითამაშებს.
- 25 თებერვალი 2013
- 3 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.