ალონსო:"ინიციატივა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ"
ხაბი ალონსომ ისაუბრა მომავალ შეხვედრაზე, რომელიც სან სიროზე გაიმართება და ხაზი გაუსვა გუნდის შანსებს.
თავს როგორ გრძნობს კლუბი შაბათის არაჩვეულებრივი გამარჯვების შემდგომ?
ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. შეიძლება ცუდი დღეებიც დაუდგეს გუნდს, მაგრამ საერთო ჯამში წარმატებებს მივაღწევთ. დაგეგმილი გვქონდა გამარჯვება სანტიაგო ბერნაბეუზე, მიუხედავად იმისა, რომ "ხეტაფე" არაჩვეულებრივი გუნდია... იმედია ასეთივე მონდომებით და წარმატებით ვიასპარეზებთ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელსაც მეტი პრიორიტეტულობა გააჩნია ჩემთვის. თუ მოვინდომებთ, აუცილებლად ვითამაშებთ საუკეთესოდ მილანში, მაგრამ ყველაფერი იღბალზე და ჩვენზეა დამოკიდებული.
რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, შედეგი თუ თამაშის ხარისხი?
ჩვენი თამაში უკვე ორივეს შეიცავს, რაც ძალიან მახარებს. მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ინიციატივის მოპოვებაა... საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს ხვალინდელ შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი მეტოქე გვყავს. მთავარია კარგად დავლაგდეთ და მთელი გულით ვითამაშოთ.
რაში გამოგადგათ გაკვეთილი, წინა შეხვედრაში რომ მიიღეთ ჩემპიონთა ლიგაზე?(როდესაც რეალი დამარცხდა საკუთარ მოედანზე მილანთან)
აქ ორი რამის გამოყოფა შეიძლება, მოვეშვით პირველი გოლის შემდგომ, ან არ გაგვიმართლა. "მილანთან" არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოშვება. როსონერის ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლიათ, სწორედ მათი განეიტრალებაა საჭირო. ჩვენი მთავარი პლიუსი მათთან შედარებით სისწრაფეა, რომელსაც გამოყენება სჭირდება.
ავტორი: Kevlisha
ინფრომაციის წყარო: Realmadrid.com
- 2 ნოემბერი 2009
- 1 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.