ლა ლიგის მეცხრე ტურის სიმბოლური შემადგენლობა
ლა ლიგის მეცხრე ტურში მადრიდის "რეალმა" ისარგებლა "ბარსელონას" წაფორხილებით და ამ ორ გუნდს შორის ქულათა სხვაობა ერთ ქულას შეადგენს. ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "ვილიარეალმა", ხოლო "ატლეტიკო" ისევ დამარცხდა. გთავაზობთ მეცხრე ტურის სიმბოლურ შემადგენლობას.
სესარ სანჩესი ("ვალენსია"): ვეტერანი გოლკიპერი კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს. გუშინ მან "მალაგას" ფეხბურთელების ბევრი დარტყმა უკუაგდო.
მცველები:
ფელიპე მატიონი ("მალიორკა"): ბრაზილიელი მცველი შესანიშნავად გამოიყურება ამ სეზონში და ეს ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა. მალე მისით ალბათ ბევრი კლუბი დაინტერესდება.
რობერტო აიალა ("სარაგოსა"): როცა გუნდი პრიმერას დებიუტანტია, მას აუცილებლად სჭირდება გამოცდილი და ძლიერი მცველი. ასეთი კი რობერტო აიალა გახლავთ. მან "ალმერიას" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა.
დავიდ ნავარო ("ვალენსია"): ალბათ გახსოვთ ჩემპიონთა ლიგაზე მისი საქციელი, როცა ნიკოლას ბურდისოსთან ჩხუბი მოუვიდა და დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ ახლა მოედანზეა. ის იმედოვნებს, რომ ისევ გახდება "ვალენსიას" ძირითადი შემადგენლობის წევრი.
კარლეს პუიოლი ("ბარსელონა"): გასულ კვირას გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან და ერთ–ერთი საუკეთესო იყო "ოსასუნასთან" მატჩში.
ნახევარმცველები:
სეიდუ კეიტა ("ბარსელონა"): გაგიკვირდებათ და ის გუნდის ბომბარდირია. წლევანდელ სეზონში ის ძალიან ხშირად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. მისი პროგრესი აშკარაა.
ლასანა დიარა ("რეალი"): კლუბში, სადაც ბევრი ვარსკვლავია საჭიროა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც "შავ სამუშაოს" შეასრულებს. სწორედ ასეთია "ჩელსის" და "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი.
ხავი მარტინესი ("ბილბაო"): მას დიდი პოტენციალი აქვს და ამას ვერ ამჩნევდნენ. ახლა კი მან გამოამჟღავნა ეს ყველაფერი. "ბილბაომ" სწორედ მისი გოლის წყალობით დაამარცხა "ატლეტიკო".
თავდამსხმელები:
ალვარო ნეგრედო ("სევილია"): ის შესანიშნავად მოერგო "სევილიას". ლუიშ ფაბიანოსთან ერთად "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დიდებულ წყვილს ქმნის. ეს ყველაფერი "ხერესთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა.
გონსალო იგუაინი ("რეალი"): მას მადრიდის "რეალში" შესანიშნავად აეწყო საქმეები. ამასთანავე გამოიძახეს არგენტინის ნაკრებშიც. მის მიერ გატანილი ორი გოლი "ხეტაფეს" კარში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ხოსება ლიორენტე ("ვილიარეალი"): ის ჩვეულ ფორმაშია და ბოლო ორი შეხვედრა ძალიან კარგად თამაშობს. "ტენერიფესთან" შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა.
მაშასადამე მეცხრე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
სესარი
მატიონი აიალა ნავარო პუიოლი
კეიტა ლასანა დიარა ხავი მარტინესი
ნეგრედო იგუაინი ლიორენტე
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 2 ნოემბერი 2009
- 2 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.