მორატა: "მოურინიო საუკეთესოა"
ვალდებებასზე ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ალვარო მორატამ კონფერენცია გამართა.
"ჟოზე მოურინიო დიდებული მწვრთნელია. მან მითხრა, რომ კლუბის აკადამისს ფეხბურთელებს ენდობა და სწორედ ამიტომ მომცა შანსი. წინ "ბარსელონასთან" და მანჩესტერ "იუნაიტედთან" გველის დაპირისპირება."
"წინა შეხვედრაზე "რაიო ვალეკანოს" კარის დალაშქვრა შევძელი და ამან ძალიან გამახარა. როდესაც რამოსმა მეორე გოლი გაიტანა, ვიცოდი რომ გამარჯვებას ადვილად მოვიპოვებდით. თუმცა როდესაც სერხიო მოედნიდან გააძევეს, მაშინცე მივხვდი რომ სტადიონს პირველი მე დავტოვებდი. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ სწორადაც მოიქცა. სამეფო კლუბში ბედნიერი ვარ და მინდა კარიერა აქ დავასრულო, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დამჭირდება."
"გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა დიდებული ფეხბურთელები არიან. ისინი მე მეხმარებიან და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ."
- 22 თებერვალი 2013
- 1 693
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.