ფეხბურთელების კომენტარები "ადიდასის" პრეზენტაციაზე
"ადიდასის" პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ მადრიდის "რეალი" ფეხბურთელები, რომელთაც კომენატრები გააკეთეს.
იკერ კასილასი: "აქამდე მოსვლა იოლი არ იყო. ახლა კი თითო-თითო ნაბიჯის წინ გადადგმას ისევ ვცდილობ. მე ჯერ კიდევ მჭირდება ერთი თვე რათა სასურველი ფორმა აღვიდგინო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. როდესაც ტრავმა მივიღე ექიმმა მითხრა, რომ სამი თვე ვერ შევძლებდი ვარჯიშ, თუმცა ოპტიმისტურად შევხედე ამ ყველაფერს და შედეგიც სახეზეა. ძალიან რთულია, როდესაც შენი საყვარელი გუნდის თამაშს უყურებ და ვერაფრით ეხმარები. ყველაერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალე დავიმკვიდრო ადგილი ძირითად შემადგენლობაში."
ხაბი ალონსო: "ვფიქრობ, გამოჯანმრთელების პერიოდს მალე გავივლი. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ იმისთვის, რომ გუნდს რაც შეიძლება მალე შევუერთდე. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როდის გამოვჯანმრთელდები, თუმცა პასუხი არ მაქვს. ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველაფერი რიგზეა. ამჟამად ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვართ და ყველა პრობლემას ერთად გადავჭრით. ოლდ ტრაფორდი დიდებული სტადიონია და იქ ადვილი გასეირნება არ გველის, თუმცა ერთ მუშტად შეკვრის შემთხვევაში ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლას აუცილებლად მოვახერხებთ."
რიკარდო კაკა: "ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სტადიონზე გამოსვლის დროს ყველანაირად ვცდილობ გუნდის დახმარებას. ვცდილობ რაც შეიძლება მეტი სისწრაფე შევმატ მადრიდულ შეტევებს. ყოველ თამაშზე თავის გამოჩენაზე და გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ."
კარიმ ბენზემა და რიკარო კარვალიო: "ვიმედოვნებ დარჩენილ პერიოდში უფრო მეტი გოლის გატანას შევძლებ. გუნდი შესანიშნავად არის შეთამაშებული და ისევ უნდა გავაგრძელოთ თავდაუზოგავი შრომა. უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ არცერთი მოწინააღმდეგის დამარცხება არ გაგვიჭირდება, თუ გუნდურად ვითამაშებთ."
ალვარო არბელოა: "ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს. მოხარული ვარ რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს. თავს შესანიშნავად ვგძნობ და ვიმედოვნებ ოლდ ტრაფორდზე გულშემატკივარს შესანიშნავ სანახაობას მოვუწყობთ."
ანტონიო ადანი: "გუნდი დიდებულად არის შეთმაშებული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამეფო კლუბის გულშემატკირები გავახაროთ. იმედია თავდაუზოგავი შრომა დაგვიფასდება და სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის თასს აღვმართავთ."
კალეხონი: "სამ დღეში ერთხელ მილიონობითა ადამიანი ადევნებს თვალს უდიდესი კლუბის, მარიდის "რეალის" თამაშს. ისინი ჩვენითამაშით სიამოვნებას იღებენ. სწორედ მათი გულების გასახარებლად ვიხარჯებით ბოლომდე."
ნაჩო: "რა შემიძლია ვთქვა... ამ კლუბში აღვიზადე და ჩამოვყალიბდი ადამიანად. შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბი ჩემი ოჯახია, რომელსაც მე უდიედს პატივს ვცემ."
ალვარო მორატა: "მადრიდის "რეალმა" გამზარდა. გავიარე ყველა ასაკობრივი ნაკრები და დღეს პირველ გუნდში ვთამაშობ. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასრულება შრომის შედეგად ავიხდინე. კიდევ ვაგრძელებ ზრდას და თავდაუზოგავად ვიხარჯები იმისთვის, რომ "ბლანკოსში" ადგილი დავიმკვიდრო."
- 22 თებერვალი 2013
- 1 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.