ფინალური ვარჯიში
მადრიდის "რეალმა" "დეპორტივოსთან" მატჩამდე საბოლოო ვარჯიში ჩაატარა.
ჟოზე მოურინიომ ვარჯიშზე 25 ფეხბურთელი დაიბარა და რამოდენიმე ჯგუფად დაყო. თხუთმეტი წუთის განმავლობაში ისინი დარბოდნენ და კუნთებს ახურებდნენ.
პირველ ჯგუფს წარმოადგენდნენ: რამოსი, ადანი, მორატა, იგუაინი, კოენტრაო და მოდრიჩი. მეორე ჯგუფი: არბელოა, ალბიოლი, დი მარია, ესიენი და რონალდო. მესამე ჯგუფი: ნაჩო, ხედირა, ხესუსი, ოზილი, ვარანი, ბურგუი, კალეხონი და ხაბი ალონსო. მეოთხე ჯგუფი: დიეგო ლოპესი, პეპე, კარვალიო, მარსელო, აგუზა და კაკა.
სანამ ფეხბურთელები ფიზიკურად იტვირთებოდნენ, ხაბი ალონსოს პერსონალურ ვარჯიშებს რუი ფარია უტარებდა. ფიტნეს დარბაზში შრომა კარიმ ბენზემას მოუწია, ხოლო გუნდის კაპიტანი იკერ კასილასი აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს.
- 22 თებერვალი 2013
- 1 674
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.