ოპერაცია - "ვენგერი & უილშირი"
მას შემდეგ, რაც "არსენალი" მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა (1-3), პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ასევე ცნობილი ხდება იმის შესახებაც, რომ კლუბის გამოცვლას აპირებს ლონდონელთა ათიანიც. ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იგი "არსენალს" არასდროს დატოვებდა და კარიერასაც სწორედ ამ კლუბში დაასრულებდა.
როგორც ჩანს რაღაც შეიცვალა... Daily Mail-ის ცნობით ჯეკი ვენგერის აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ ფრანგ სპეციალისტს ენდობა და მის თითოეულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
ბოლო პერიოდში კი ხშირია საუბარი იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერი მომავალი წლიდან სამეფო კლუბს ჩაიბარებს. დღეს კი ბრიტანული პრესა ალაპარაკდა იმის თაობაზეც, რომ სავსებით რეალურია ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდის "რეალში" ჯეკ უილშირიც წაიყვანოს.
- 22 თებერვალი 2013
- 2 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.