”კასტილია” 5:0 ”ესპანეთი U20"
”მადრიდის რეალის” სარეზერვო გუნდმა ესპანეთის 20 წლამდელთა ეროვნული ნაკრები ანგარიშით 5:0 დაამარცხა ამხანაგურ შეხვედრაში..
ალბერტო ტორილის შეგირდებმა თითქმის იდეალური შეხვედრა ჩაატარეს 20 წლამდელების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადიან. მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ზაფხულში თურქეთში გაიმართება. ვინაიდან ეროვნული ნაკრების რიგებში თამაში უწევდა ”კასტილიას” რამოდენიმე წამყვან ფიგურას, ტორილს მოუწია ფეხბურთელები ”რეალ მადრიდ ც”-დან გამოეძახებინა. საბოლოო ჯამში ”თეთრებმა” 20 წლამდელი ფეხბურთელები ანგარიშით 5:0 გაანადგურეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები (20 წლამდელები):კეპა, ჟონი, გრიმალდო, ჯონასი, დერიკი, ომარი, ხანმი, ოლივერი, ალკასერი, სუარესი და ხესე. სათადარიგოდან შემოვიდნენ: ივან გონსალესი, სოტრესი, ნონო, ალვარესი, ინსუა, ბერნატი, აიტორი, ხაირო, პუერტო და დე ტომასი.
”რეალ მადრიდ კასტილია”: რომას მეხიასი, ფაბინიო, დავიდ მატეოსი, ხორხე კასადო, ხოსე როდრიგესი, ალექს ფერნანდესი, ლუკასი, რამირესი, დენის ჩერიშევი და ოსკარ პლანო. სათადარიგოდან შემოვიდნენ: რუბენ იანესი, ხუანფრანი, ივან გონსალესი, ხოსე რიოსი, რუბენ ლოლერო, კაზემირო, პედრო მოსკერა, კუინი, ხოტა და ბორხა გარსია.
გოლები
0-1 (წთ. 15): ჩერიშევი
0-2 (წთ. 42): ლუკასი
0-3 (წთ. 49): ხოტა
0-4 (წთ. 58): ოსკარ პლანო
0-5 (წთ. 86): ხოტა
- 22 თებერვალი 2013
- 1 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.