”მადრიდის რეალი” თერთმეტმეტრიანებში ვარჯიშობს
ჟოზე მოურინიოს სურს, რომ კარსმომდგარი გადაწმყვეტი დაპირისპირების წინ მას არანაირი სუსტი წერტილი არ ქონდეს და გუნდი ყველაფრისთვის იყოს მზად, სწორედ ამიტომაც ის გუნდს მთელი მონდომებით ავარჯიშებს თერთმეტმეტრიანების დარტყმაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც კოპა დელ რეის, ასევე სამეფო თასის პირველი შეხვედრები 1:1 ანგარიშით დასრულდა და არ არის გამორიცხული, რომ ორივე მათგანის ბედი სწორედ თერთმეტმეტრიანებმა გადაწყვიტონ.
კრიშტიანო, იოზილი, ხედირა, მარსელო, ვარანე, არბელოა, კოენტრაო და ესიენ ეს ის ფეხბურთელებია, რომლებმაც ხუთშაბათის ვარჯიშისას თერთმეტმეტრიანებში ივარჯიშეს. აქედან რამოდენიმე დაჩვეულია თერთმეტმეტრიანების დარტყმას , ხოლო სხვები კი ნაკლებად არიან გამოცდილი ამ ხელოვნებაში. სერხიო რამოსი ბურთთან არ მისულა, მაგრამ წინა კვირას მან თერთმეტმეტრიანებში რამოდენიმეჯერ ივარჯიშა.
მოურინიოს წინდახედულობა გასაგებია, ვინაიდან სწორედ თერთმეტმეტრიანების ცუდად შესრულებამ გადაწყვიტა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ”ბაიერნთან” დაპირისპირების ბედი. მაშინ ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან რონალდუ, კაკა და რამოსი ყველამ ააცილა თერთმეტმეტრიანი დარტყმა.
- 22 თებერვალი 2013
- 2 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.