"რეალი" მოუგრეხს კისერს როსონერის?
როგორც ვიცით, ხვალ გაიმართება შეხვედრა სან სიროზე, სადაც ერთმანეთს ესპანური გრანდი მადრდის "რეალი" და იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "მილანი" დაუპირისპირდებიან. როსონერიმ, სამეფო კლუბს ქულები დააკარგინა სანტიაგო ბერნაბეუზე, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად მომზადებული ხვდება მადრიდული გრანდი იტალიელებს, მათ ხომ შელახული პრესტიჟი უნდა აღიდგინონ.
სანტიაგო ბერნაბეუზე განცდილი მარცხის შემდგომ, სამეფო კლუბი ისევ ლიდერობს "C" ჯგუფს, მაგრამ პირველობის განსამტკიცებლად გამარჯვება სჭირდებათ სან სიროზე.
C_ჯგუფი.
მადრიდის რეალი__6 ქულა.
მილანი__6 ქულა.
ციურიხი__3 ქულა.
მარსელის ოლიმპიკი__3 ქულა.
მართლაც ძალიან საინტერესო თამაში გაიმართება იტალიაში, ორივე მეტოქეს ძალიან სჭირდება ქულები... "თეთრებს" კარგი მდგომარეობა აქვთ, მათ დაუბრუნდათ რამოდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, მაგრამ არა რონალდო, რომელიც მართლაც უდიდესი დანაკლისია. მადრიდისტებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, მათ ხომ შელახული აქვთ პრესტიჟი, ასევე უნდა დაიცვან სანჩისების ძლიერება და წარმატებებს მიაღწიონ ჩემპიონთა ლიგაზე. "ბლანკოსი" თუ მომავალ თამაშს წარმატებით არ დაასრულებს, ძალიან გაირთულებს ჯგუფში მდგომარეობას, მათ შემდეგ ტურში ფრანგულ გრანდთან "ოლიმპიკთან" მოუწევს პაექრობა. ყურადღებას ვამახვილებთ "მარსელზე", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ძალიან წარმატებული და არახელწამოსაკრავი გუნდი შვეიცარიის "ციურიხი", რომელსაც დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ნებისმიერი კლუბისათვის.
სამეფო კლუბს ძალიან რთული კვირის ჩატარება მოუწევს, მათ უნდა ითამაშონ მილანში, შემდეგ კოპა დელ რეიზე, სადაც ჰაერივით სჭირდებათ დიდი ანგარიშით გამარჯვება, რათა შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. ასე რომ ამ კვირაში ნამდვილად გაირკვევა საფუძვლიანია თუ არა ის ამბიციები, რომლებიც მადრიდელ ფეხბურთელებს და გუნდის გულშემატკივრებს გააჩნიათ.
ავტორი: Kevlisha
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 2 ნოემბერი 2009
- 3 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.