ხაბი ალონსოს ინტერვიუ

”მადრიდის რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარცველმა ინტერვიუ მისცა გამომცემლობა Vanity Fair-ს , სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

”მადრიდის რეალის” გასახდელი

”აქ სულაც არ არის ის სიტუაცია, რაზეც ჟრუნალ-გაზეთებში ხშირად იწერება. გუნდი ერთიანია და ის არ არის დაყოფილი ჯგუფებად. ყველაფრის საქმის კურში ვარ და კარგად შემიძლია იმის გარჩევა, თუ რა ხდება რეალურად და რას ამბობს პრესა. ჩვენს დროს არ უნდა ვატარებდეთ იმის უარყოფაში, რასაც ბევრი წამოროშავს ხოლმე. ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ერთი მთლიანი გუნდი, უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვინაიდან ეს გუნდური სპორტია.”

კასილასი და მოურინიო

”ისინი ინარჩუნებენ პროფესიონალი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ურთიერთობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ლუდზე გარეთ ერთად გადიან.”

მოურინიო

”ის ჭკვიანი ადამიანია და ყოველთვის ახერხებს კრიტიკასთან გამკლავებას. როცა კარგი შედეგები გვაქვს, ყველაფერი თითქოს ისე ჩანს, რომ კარგადაა და მოულოდნელად, როცა ცუდ შედეგს ვაფიქსირებთ, უკვე ყველა იმაზე იწყებს ლაპარაკს, რომ გუნდში კონფლიქია, რომ პირადი უტანხმოებები და პრობლემები გვაქვს და ა.შ. რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში ჩვენ არ ვართ კმაყოფილნი საკუთარი თამაშით, ვინაიდან საკმაოდ ბევრი შეხვედრა დავთმეთ.”

როგორია მოურინიო?

”ის ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელია, მსოფლიოში შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მე დამეხმარა გავზრდილიყავი, როგორც პერსონალურად ასევე პროფესიონალური განხრითაც. ის შეუდარებელია ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ამას ორივე ხელის აწევით გეუბნებით. როცა მას ხედავ ყოველ დღე და ურთიერთობა გაქვს მასთან, ხვდები რომ ის შენ გულს იპყრობს. მე ვლაპარაკობ მწვრთნელი-ფეხბურთელის დამოკიდებულებაზე, ამის იქით მე არ ვიცი, ის როგორია.

უჟმური ადამიანები

”არ მიყვარს უღირსი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. ასევე ვერ ვეგუები იმათ, რომლებიც მუდამ აგვიანებენ და ზამრაცები არიან.”

მადრიდში თამაში, მაგრამ სულით ბასკი

”ამასთან დაკავშირებით არასდროს არ მქონია პრობლემა. ნორმალურად ვეგუები. თუ ეს ვინმე სხვას აღიზიანებს, ეს მათი პირადი პრობლემაა.

კონტროლის დაკარგვა

”ზოგჯერ მოედანზე ვკარგად კონტროლს, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად ხდება. ეს ჩემი სტილი არ არის. არ ვცდილობ, რომ მოედანზე თეატრალურად ვირჯებოდე, ვინაიდან როცა ამას სხვაში ვხედავ, ნერვებზე ვიშლები და ძალიან მძულს.”

რა აღიზიანებს

”როცა ვინმე მეუბნება რომ ზარმაცი ვარ. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ წყობილებიდან გამოგიყვანოს..”

სახლში რამდენად ხშირად იხილავდნენ ფეხბურთს? (მამამისი მიგელ ანხელი ”ბარსელონაში”, ”რეალ სოსეიდადში” და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, მისი ძმაც პროფესიონალი ფეხბურთელია)

”არც ისე ხშირად, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებდით თამაშებს, სადაც მამაჩემი თამაშობდა და შემდეგ ვიხილავდით მათ ერთად ვიხილავდით. მას ჩვენზე რა თქმა უნდა, ქონდა გავლენა. არასდროს მიფიქრია, რომ ”მადრიდის რეალში” თამაშის შემდეგ დავანებებდი ფეხბურთს თავს ან მოვიგებდი მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არ იყო ჩემი მიზანი, ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა გახდა. არასდროს არ მიფიქრია, რომ იმაზე მეტს მივაღწევდი, ვიდრე მამამ მიაღწია. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ძნელი იყო.”

გოლის გატანა უფრო რთულია, თუ ბავშვების ტარება

”ორივე საკმაოდ რთული საქმეა. მიყვარს ბავშვების ტარება. ვცდილობ, რომ კარგი მამა ვიყო, ჩემი ბავშვები ჩემი ყველაზე დიდის საგანძურები და შესაძლებლობები არიან. როცა მამა ხდება, შენი ცხოვრება სრულიად იცვლება, ამის რამე დაწერილი ინსტრუქცია არ არსებობს. სახლიდან შორს საკმაოდ დიდ დროს ვატარებ და საერთოდ ჩემი ცოლი არის მათთან ყველაზე მეტად. ეს კი საკმაოდ ძნელია, არ იყო ბავშვებთან ყოველ დღე. როცა გუნდთან ერთად მივემგზავრები, ჩვენ სკაიპში ვლაპარაკობთ მანამ, სანამ ისინი არ ჩაიძინებენ.”

თავისი მომავალი

”არ ვიცი გავხდები თუ არა მწვრთნელი. ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს სამუშაო და სასწავლი. საერთოდ, მინდა რომ IT-სა და პროგრამების სფეროში წავიდე, იქნებ მობილურებისთვის აპლიკაციები შევქმნა.”

ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი მის ცხოვრებაში, როცა მისი მეუღლე ორსულად იყო პირველ შვილზე, ის სამშობიაროში მიყავდათ და მას უწევდა მილანში წასვლა ჩემპიონთა ლიგის თამაშისთვის

”საათები ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება , რომ სხვა ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, ვიდრე უნდა ვყოფილიყავი ჩემი ცოლის გვერდით და დავსწრებოდი შვილის დაბადებას. სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ეხლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი.”

მისმა უმცროსმა ვაჟიშვილმა ჯერაც არ იცის, რომ ის ფეხბურთელია

”ერთხელ ის მოვიდა ჩემთან და მეკითხევა: ”მამა , შენ იცი ვინ არის კრიშტიანო?” მე ვუთხარი, რომ ის ჩემი თანაგუნდელი იყო. როცა ხალხი ქუჩაში მაჩერებს და ავტოგრაფს მთხოვს ის მუდამ მეკითხება: ”მამა ეს შენი მეგობარია?”

  • J.Z.
  • 21 თებერვალი 2013
  • 1 937
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)