პიპიტა: "სან სიროზე მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართ"
მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ფორვარდმა "მილანის" დამარცხება დაისახა მიზნად.იმედია, იგუაინი კვლავ გაიბრწყინებს და "სან სიროზე" გოლების კორიანტელს დააყენებს.
"ჩვენ შურისძიების გრძნობით არა ვართ შეპყრობილნი."რეალმა" უნდა დაამტკიცოს თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში.მე და ჩემს თანაგუნდელებს მიზნად დასახული გვაქვს სამი ქულის მოპოვება და ჯგუფური ეტაპის პირველ საფეხურზე დასრულება.მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, რამეთუ შემდეგ მას უპირატესობა ენიჭება 1/8 ფინალში."
"ჩვენ უნდა შევძლოთ სამივე ტურნირზე წარმატების მიღწევა.განვლილ კვირაში დიდი ზიანი მოგვაყენა სათასო შეხვედრამ, თუმცა ყველაფერი ბერნაბეუზე გადაწყდება.ჩვენ ნამდვილად შეგვწევს ძალა განმეორებით მატჩში დავამაცხოთ მეტოქე სათანადო ანგარიშით."
"მე თავს გუნდის მხსენლად არ მივიჩნევ.რთული კვირის შემდეგ, ბიჭებმა შევძელით ძალების მოკრება და კარგად თამაში.გუნდმა 10 კაცით შეძლო 3 ქულის მოპოვება, რაც დამატებით სასიხარულოა ჩვენთვის."
"ბედნიერი ვარ, რომ სტადიონის ოვაციები დავიმსახურე.აუღწერელი გრძნობაა, როდესაც 21 წლის ასაკში მთელი ბერნაბეუ შენს სახელს იძახის.ყველას დიდი მადლობა.მე ვეცდები გავაგრძელო თავდაუზოგავი მუშობა და გულშემატკივრების იმედი არ გავაქარწყლო."
"რაული არის მადრიდის "რეალის" ნომერ პირველი ფეხბურთელი.ნამდვილად მეამაყება, რომ მის გვერდით მიწევს თამაში."
- 2 ნოემბერი 2009
- 2 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.