საუკეთესო დაცვის ხაზი ”ლა ლიგაში”
მართალია, მადრიდის ”რეალი” ესპანეთის ჩემპიონატში ვერ ბრწყინავს, მაგრამ რამდენიმე ასპექტში მაინც საუკეთესოა. მაგალითად, 2013 წელს ”თეთრებს” ყველაზე ცოტა - 5 გოლი აქვთ გაშვებული. ეს კი დაცვის ბრწყინვალე თამაშზე უსვამს ხაზს. გასათვალისწინებელია, თუ დაცვის რა შემადგენლობით უწევს ”ბლანკოსს” თამაში. (საუბარია ტრავმებსა და დისკვალიპიკაციებზე). ”რეალს” მადრიდის ”ატლეტიკო” მოჰყვება 6 გაშვებული გოლით, შემდეგ ”ბეტისის” (7), ”ესპანიოლი”, ”ბარსელონა” და ”ოსასუნა” (8-8).
”ბლანკოსმა” ”ლა ლიგაში” 2013 წელს 7 შეხვედრა გამართა. აქედან ოთხში - ”ოსასუნასთან”, ”ვალენსიასთან”, ”ხეტაფესთან” და ”რაიო ვალეკანოსთან” კარი მშრალად შეინახა. ”გრანადამ” და ” ”შევილიამ” თითო-თითო გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ”სოსიედადმა” 3-ის.
საერთო ჯამში კი მადრიდის ”რეალი” მხოლოდ ”მალაგას” ჩამორჩება. ანდალუსიურ კლუბს ყველაზე ცოტა - 21 ბურთი აქვს მიღებული 24 ტურის განმავლობაში, ხოლო მადრიდის ”რეალს” - 22.
- 21 თებერვალი 2013
- 2 600
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.