ბენიტესი : "მე მიყვარს მადრიდული კლუბი"
რაფაელ ბენიტესმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უდიდეს პატივს სცემს მადრიდის "რეალს", რადგან მისი ქალაქი სწორედ მადრიდი გახლავთ...
"ესპანელი ვარ და მადრიდში უდიდესი დრო მაქვს გატარებული, სწორედ იქ დავეუფლე საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე სხვადასხვა კლუბების მწვრთნელობის დროს გამოვიყენე."
"ზოგადად ჟურნალისტებს ძალიან ცუდად ესმით ჩემი ნასაუბრები და მაშინვე სპეკულაციები იწყება, რომ სამეფო კლუბის დამრიგებელი გავხდები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩელსიდან წასვლას არ ვაპირებ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე, შემდეგ კი შესაძლოა ახალ კონტრაქტს გადავხედო და ინგლისურ გუნდთან ერთად ვიბრძოლო წარმატებებისათვის."
- 20 თებერვალი 2013
- 1 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.