მარსელო: "ჩვენ კარგი გუნდი გვყავს"
"რეალის" ბრაზილიელი მოთამაშე, მარსელო ვიეირა, გამოცემა "ას"-ის ჟურნალისტებს ესაუბრა.
- როგორ დააღწიეთ თავი, პირველ მინი კრიზისს?
- მოგეხსენებათ, გასული კვირა ჩვენთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ "ხეტაფესთან" გამარჯვებით გუნდის განწყობა შეიცვალა.ვიმედოვნებ, წინ ბევრი გამარჯვება გველის.ქომაგებს მინდა ვუთხრა, რომ ისეთი სამარცხვინო თამაში, როგორიც "ალკორკონთან" იყო, აღარ განმეორდება არასოდეს.
- "ხეტაფესთან" გამარჯვება, უბრალოდ სამი ქულის მოპოვება იყო თუ უფრო მეტი?
- ჩვენ ზემოდხსენებულ მატჩში უნდა გამოგვესწორებინა კარგად ნაცნობი მდგომარეობა."ხეტაფეს" წინააღმდეგ გუნდმა მართლაც კარგად ითამაშა და დამსახურებული ქულებიც მოიპოვა.სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.კარგია, რომ "ბარსასგან" მხოლოდ 1 ქულა გვაშორებს.
-რატომ ჩაატარა გუნდმა ორი ძალზედ განსხვავებული თამაში (საუბარია "ხეტაფესთან" და "ალკორკონთან" მატჩებზე)?
- ჩვენ სათასო თამაში უკვე წარსულს ჩავაბარეთ.ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე მსგავსი ფაქტებიც, თუმცა პირობას გაძლევთ აღარ განმეორდება.
- ნახევარდაცვაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ?
- მე ძალიან მიყვარს შეტევაში ჩართვა და აღნიშნული პოზიცია ნამდვილად კომფორტულია ჩემთვის, თუმცა დისკომფორტს არც დაცვაში განვიცდი.
- "ხეტაფეს" წინააღმდეგ თქვენი და კაკას ტანდემი ნახევარდაცვაში კარგად გამოიყურებოდა...
- ამ გუნდის წინააღმდეგ ძალიან ორგანიზებულად ვითამაშეთ, რაც დამოკიდებულია ფეხბურთელებზე და არა მწვრთნელზე."რეალს" შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება თუ ის კარგ ფორმაშია.
- თქვენ შურისძიება გწყურიათ "მილანის" წინააღმდეგ?
- შურისძიება ნამდვილად არა, მაგრამ ვიცი, რომ გუნდი მატჩის მოგების დიდ სულისკვეთებას გამოავლენს "სან სიროზე."ამ ეპატზე ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ საფეხურზე დასრულება.
- 2 ნოემბერი 2009
- 1 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.