ალფრედო დი სტეფანოს აზრი

გთავაზობთ ალფრედო დი სტეფანოს აზრს ”მადრიდის რეალსა” და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე.

ფეხბურთში კრიტიკასგან თავის დასაცავად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - გამარჯვებები. მე მწვრთნელსა და პრესას შორის ურთიერთობაზე ვამახვილებ ყურადღებას. წარმოუდგენელია მწვრთნელმა მისცეს ჟურნალისტებს იმის უფლება, რომ მიუთითონ მას თუ რა უნდა გააკეთოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე მოურინიო პრესის გამო არაფერ დათმობაზე არ წავა, ისევე როგორც არ წავიდოდი მე მის ადგილზე რომ ვიყო.

ჩვენთან აბსურდული სიტუაცია ყალიბდება. ისე გამოდის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტებმა იციათ რა უნდა გაკეთდეს გუნდის პრობლემების საბოლოოდ მოსაგვარებლად. მას შემდეგ, რაც მე გუშინდელ პრესას გავეცანი, სწორედ ასეთი წარმოდგენა და შთაბეჭდილება შემექმნა. ეს უკვე უფრო ტოტალიტარიზმს მაგონებს, ვიდრე დემოკრატიას. ჩვენს პრესას სურს იმაზე დიდი ძალაუფლება ქონდეს, ვიდრე თუნდაც ბენიტო მუსლონის და ამისთვის უკვე მზადაა არამარტო აკრიტიკოს და მიაკრას ვინმეს იარლიყები, არამედ მიუთითოს, თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ პროფესიონალმა მწვრთნელმა.

უბრალო მაგალითი - ალვარო მორატას ცვლილება. ჩემი გადმოსახედიდან, იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელსაც კოლოსალური სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნია, ეს სავსებით ლოგიკური და გამართლებული ნაბიჯი იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში. აბა რა უნდა ექნა გუნდს, რომელიც ორი ბურთით წინაა, რომელსაც ერთი ფეხბურთელი გაუძევეს , უნდა წასულიყო შეტევაში? მოურინიომ შეცვალა რა მორატა ალბიოლით , მიიღო აბსოლიტურად ლოგიკური და ჭკვიანური გადაწყვეტილება, ხოლო აი რითი ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტები, როცა აკრიტიკებდნენ მის ამ გადაწყვეტილებას, მე არ მესმის.

თავის მხრივ, თამაში მე ძალიან საინტერესო მომეჩვენა, ამასთანავე მისდამი ინტერესი გამოწვეული იყო ორივე გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ ”რაიო ვალეკანო”-მ წააგო , ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმაზე მეტი, ვიდრე უმეტესობა იმ გუნდებისამ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მოახერხეს ”მადრიდის რეალის” დამარცხება. რამოდენიმე მომენტებში ისე მომეჩვენა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ”ბარსა” თამაშობდა. მინდა მივულოცო ”რაიოს” გაწეული სამუშაო და წარმატებები ვუსურვო მომავალში.

ჩემი ყურადღება მიიპყრო კაკამ. როგორც ჩანს, მან სერიოზულად გადახედა თავის დამოკიდებულებას თამაშისადმი. მან გვიჩვენა სისწრაფე, კლასი და ნათელი სურვილი უკან მოიტოვოს მის თავს გადამხდარი და არსებული ყველა პრობლემა. ბრაზილიელი ასწრებდა ვყველგან, ის ერთდროულად დირიჟორობასაც უწევდა გუნდის შემტევ მოქმედებებს და ამავდროულად ფორვარდამდე მიჰქონდა ვაზნები. უბრალოდ, ლოგიკურ და გააზრებულ ქმედებებში, რომლებიც ჩართულია სათამაშო სისტემაში, შედარებით ნაკლები ძალა იხარჯება, ვიდრე მოედანზე ქაოტურ სირბილში.

საერთო ჯამში , ”მადრიდის რეალის” თამაშმა ”რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დინჯი და დაჯერებული თამაში დაცვის ხაზში, რომელმაც არ მისცა საშუალება ”რაიოს” გაეტანა ის გოლი, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებდა.

  • J.Z.
  • 20 თებერვალი 2013
  • 2 378
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)