კაკას მეორედ გაფურჩქვნის წინ
ალფრედო რელანოს აზრი კაკაზე
ორი სწრაფი გოლი, ორი მასზე უფრო სწრაფი გაგდება (ერთ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათი), 70 წუთი ”რაიოს” შეუდარებელი დომინირება მოედანზე, არცერთი ე.წ. ”სეივი” დიეგო ლოპესის შესრულებით. სამი ქულა ”მადრიდის რეალს”. ასეთია იმ მატჩის სტატისტიკა, რომელიც არ შევა ისტორიაში, მაგრამ ის აღვიძებს იმ იმედეს და გრძნობას, რომ კაკას კვლავ შეუძლია გახდეს ჟოზე მოურინიოს კოზირი ”კამპ ნოუსა” და ”ოლდ ტრაფორდზე”, სადაც ძალიან მალე ”მადრიდის რეალი” გამართავს ორ შეუდარებელ შეხვედრას, რომელთა მოგებაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. იმიტომ რომ კაკა კვლავინდებურად კარგი იყო და ეს უკვე მეორე ჯერზე. ევკლიდე ამბობს, რომ ორი წერტილი არის პირდაპირი ხაზი. შეიძლება კაკა, მას შემდეგ , რაც მას გადახდა, სწორედ ამ გზას მიყვება.
რა თქმა უნდა, აუცილებლად განიხილავენ სერხიო რამოსის გაგდებას, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა პარადესის სიმკაცრე პირველი გაფრთხილების დრო, მაგრამ მეორე შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მისი დაუკვირვებლობაა დამნაშავე. სამწუხაროა, ვინაიდან საინტერესო იყო მისი კვლავ თვის ჩვეულ პოზიციაზე ხილვა, მისი დახმარებით ”მადრიდის რეალი” ხშირად უტევს მარჯვენა ფლანგიდან; ეხლა უკვე ვიცით, რომ ვარანი ყველაფრისთვის მზადაა და რომ გუნდს აქვს გამოსწორებული თამაში მეორე სართულზე. სერხიო რამოსმა მეორე გოლი სტანდარტულიდან გაიტანა, იმ სტანდარტულიდან, რომელიც თვითონ გამოიმუშავა და შემდეგ შევარდა მეტოქის საჯარიმოში, რომ ბურთი კარის ბადეში მოეთავსებინა. ეს ყველაფერი მისი სტილია, მაგრამ მოედნის დროზე ადრე დატოვებაც მისთვის დამახასიათებელი თვისებაა. არის მასში ანარქისტის თვისებები, რომელსაც ის შეცდომებამდე და ჩავარდნებამდე მიყავს.
ამ მატჩი იყო ასევე კაკა: სწრაფი, ზუსტი, სახიფათო საჯარმოს გარედან დარტყმებისას, ჭკვიანი, მიმზიდველი, იოზილისა და რონალდუს კარგი პარტნიორი. ”ბერნაბეუს” სურს მისი შეყვარება და ეს ადვილად დასანახია. გუშინ მე მომეჩვენა, რომ მან მიაღწია თავის მეორედ გაფურჩქვნას. თავისუფალი სივრცეებით, რომლებიც აუცილებლად იქნება ”კამპ ნოუსა” და ”ოლდ ტრაფორდზე”, ასეთი მოთამაშე, საჭირო კონდიციებში და საჭირო მონდომებით (ეს ორი მაჩვენებელი არასდროს არ ემთხვეოდა ერთმანეთს მისი ”მადრიდის რეალში” ყოფნის პერიოდში) არ უნდა იყოს განწირული იმისთვის, რომ ის არ გამოიყენო.
- 20 თებერვალი 2013
- 2 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.