საშუალო მაჩვენებლების მიხედვით რონალდუ ლა ლიგაში საუკეთესოა

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლა ლიგის მოქმედ ფეხბურთელებს შორის თამაშში გატანილი გოლების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესოა.

კრიშტიანო რონალდუს ამბიციები და საგოლე ალღო გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში პორტუგალიელი ფეხბურთელი ბევრ ლა ლიგის ისტორიულ რეკორდებს დაამყარებს და გააუმჯობესებს. მოცემული მომენტისთვის მის ეფექტურობას საზღვარი არ აქვს. მან თავისი პირველი სეზონი ”თეთრების” რიგებში 26 გატანილი გოლით დაასრულა. 2010/11 და 2011/12 წლებში მან შესაბამისად 40 და 46 გატანილ გოლს მოუყარა თავვი, ხოლო მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 24 გატანილი გოლია. საერთო ჯამში მის ანგარიშზე 136 გოლია და ეს არც მეტი არც ნაკლები სულ რაღაც 124 შეხვედრაში. მეორე ადგილზე მოდის ”ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი (0,86), რომელსაც მოყვებიან ფალკაო (0,80), იგუაინი (0,55) და ვილია (0,54).

თუ ლა ლიგაში გამომსვლელ სხვა ფეხბურთელებსაც გადავხედავთ, კრიშტიანო რონალდუ ერთადერთია, რომელიც საშუალოდ თამაშში 1 გოლზე მეტის გატანას ახერხებს. ისეთ დიდ ფეხბურთელსაც კი, როგორიც ზარა, მუნდო და სესარი იყვნენ საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად ქონდათ 0,90 , 0,84 და 0,63. ”თეთრების” რიგებში კი რონალდუ დიდი ხანია უკვე აუმჯობესებს და თავისი გამტანიანობის მხრივ ჩრდილავს ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან პაჩინო (0,87), პუშკაში (0,86), უგო სანჩესი (0,79) და დი სტეფანო (0,76)

  • J.Z.
  • 20 თებერვალი 2013
  • 2 007
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)