"რეალი" სილვას სანაცვლოდ 30 მილიონს ამზადებს
ჯერ-ჯერბით დაუზუსტებელი ინფორმაციით, მადრდის "რეალის" ხელმძღვანელობამ "სიტისას" 30 მილიონი შესთავაზა ესპანელი ნახევრმცველის სანაცვლოდ. აქამდე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი სილვას შეძენას ცდილობდა, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებაზე არასდროს ყოფილა საუბარი. როგორც ყველა ჭორში, სავარაუდოდ ზემოთ ხსენებულშიც სიმართლის მარცვალი იქნება.
სპორტულ გამოცემებში სილვასადმი ფლორენტინო პერესის ინტერესს ლუკა მოდრიჩის არგამართლებას უკავშრებენ. თუკი ბეჭდურ მედიას დავეყრდნობით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ხორვატს გუნდიდან გაუშვებს, ხოლო მის ადგილას დავიდ სილვას მოიყვანს, თუმცა გამოცემებში იმასაც წერენ, რომ "სიტის" ხელმძღვანელობა 30 მილიონს არ დასჯერდება და პერეს ჯიბეზე ხელის გასმა მოუწევს...
- 18 თებერვალი 2013
- 2 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.