ოთხი კანტერანო ესპანეთის U20-ში
მომავალ ზაფხულს, 21 ივნისიდან 13 ივლისამდე, თურქეთში, მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. ხულიან ლოპეტეგიუმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა ვინც მუნდიალზე გაემგზავრება. 22 კაციან განაცხადში 4 კანტერანო გახლავთ: ხესე როდრიგესი, ომარ მასკარელი, დერიკ ოსედე და რაულ დე ტომასი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "თეთრებიდან" ყველაზე მეტი მოთამაშეა გამოძახებული.
სრული შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურება: კეპა არიზაბალაგა, ხონას რამალიო(ორივე "ატლეტიკი"), ოლივერ ტორესი("ატლეტიკო"), ალეხანდრო გრიმალდო, სერხი სამპერი(ორივე "ბარსელონა"), ფრანცსიკო ალკასერი("ხეტაფე"), ივან ლოპესი("ლევანტე"), ხოსე ანტონიო დელგადო("ბეტისი"), დენის სუარესი("სიტი"), ჯონათან კასტრო("სელტა დე ვიგო"), ვიქტორ ალვარესი("ესპანიოლი"), პაბლო ინსუა("დეპორტივო"), ხესე როდრიგესი, ომარ მასკარელი, დერიკ ოსედე, რაულ დე ტომასი(ოთხივე "რეალი"), დანიელ სოტრესი, ხაირო სამპერიო, ხუან მიგელ ხიმენესი(სამივე "რასინგი"), აიტორ კასტრო("სოსიედადი"), ისრაელ პუერტო("სევილია"), ხუან ბერნატი("ვალენსია")...
- 18 თებერვალი 2013
- 1 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.