ოზილი - საუკეთესო ასისტენტი "თეთრებში"
როგორც იცით, გუშინ მადრიდის "რეალმა" თანაქალაქელ "რაიო ვალეკანოს" სძლია და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. გოლები ალვარო მორატასა და სერხიო რამოსის ანგარიშზეა. პირველ შემთხვევაში მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილმა მესუთ ოზილმა ბურთი კარის გასწვრივ ჩააწოდა, კანტერნაოს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია, მეორე შემთხვევაში კი გერმანელის საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებულ ბურთს სერხიო რამოსი გამოეხმაურა და კარის ბადეში გაჰხვია.
აღსანიშნავია, რომ მესუთ ოზილს შვიდი საგოლე გადაცემა დაუგროვდა უკვე მიმდინარე სეზონში "ლა ლიგის" მასშტაბით. აქამდე "თეთრების" რიგებიდან ამ მხრივ ქარიმ ბენზემა ლიდერობდა 6 ასისტით. სტატისტიკურად, ოზილი ყოველ 224 წუთში ერთხელ აკეთებს საგოლე გადაცემას.
ცნობისთვის, სხვა ფეხბურთელებმა შემდეგი შედეგი აჩვენეს საგოლე გადაცემების მხრივ: ბენზემა - 6, კალეხონი და რონალდო - 4-4, იგუაინი და დი მარია - 3-3, არბელოა, ალონსო და ხედირა - 2-2, კოენტრაო, კაკა და კარვალიო - თითო-თითო....
- 18 თებერვალი 2013
- 1 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.