კარანკას კომენტარი
მატჩის შემდგომ მოურინიოს თანაშემწემ აიტორ კარანკამ კომენტარი გააკეთა.
”უკვე სირცხვილია ასეთი ქმედებები, რამოსი არასამართლაიანად გააგდეს, რამაც საბოლოო ჯამში თამაშის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია. რაიო უტევდა და კარგი იქნებოდა 11 კაცით გვეთამაშა, დამეთანხმებით მაყურებლები უფრო დიდ სანახაობას შეესწრებოდა. მთავარია 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. სამწუხაროდ ასეთი ფაქტების აღმოფხვრა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან არ არსებობს მატჩი, სადაც არბიტრი სადაო გადაწყვეტილებას არ იღებს.”
”ბენზემასა და ადანის განაცხადში ვერ მოხვედრას თავისი მიზეზი აქვს, ნებისმიერი გადაწყვეტილება გუნდის წარმატებისთვის არის მიმართული. ჩვენმა არჩევანმა კი გაამართლა, მორატას შანსი ჰქონდა და მშვენივრად გამოიყენა. გულშემატკივრებს აკადემიის აღზრდილების თამაშის ხილვა ყოველთვის სიამოვნებთ, ალვარომ კი ჩვენი ნდობა დაიმსახურა. მთავარია მან პროგრესი გააგრძელოს, რადგან ყოველთვის გვიმართლებს ნდობას და რამდენიმე გადამწყვეტი გოლიც კი გაიტანა.”
”გამოსარჩევია კაკას თამაშიც, ჩვენ მას შანსი მივეცით და რიკიმ ბრწყინვალედ გამოიყენა. ბრაზილიელმა დაგვანახა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მზად არის იბრძოლოს ნებისმიერი ბურთისათვის. პეპემ ტრავმის შემდეგ კონდიციები აღიდგინა და ვიმედოვნებთ ის საუკეთესო ფორმაში შეხვდება მანჩესტერსა და ბარსელონას.”
”ვარანის დინჯი თამაშით ყველანი გაოცებულნი ვართ. მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, რაფაელი ზრდასრული, ჩამოყალიბებული მცველის დონეზე თამაშობს. მან დაგვიმტკიცა, რომ იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს. ყოველი მისი მოქმედება სწორი და გააზრებულია. რაფას დიდი მომავალი ელის, მთავარია განაგრძოს პროგრესი.”
- 18 თებერვალი 2013
- 1 642
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.