მოურინიოს მეასე
"რაიო ვალეკანოსთან" მატჩი, ჟოზე მოურინიოსთვის მეასე იქნება ლა ლიგაში.
ახლოვდება "რაიოსთან" მატჩი და ჟოზეც თავის მეასე მატჩის მოლოდინშია. ის "რეალის" მწვრთნელებს შორის მეხუთეა, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა. "რეალი" იქნება მეორე გუნდი, რომელთანაც პორტუგალიელმა დამრიგებელმა ეროვნულ ჩემპიონატში ამ ეტაპამდე მიაღწია. აქამდე მას თავისი საუკეთესო შედეგი ჰქონდა "ჩელსის" რიგებში, პრემიერ ლიგაში 120 მატჩი.
პირველ სადებიუტო შეხვედრაში მოუმ და მისმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, 2010 წლის აგვისტოში როდესაც "თეთრებს" გასვლა ჰქონდათ მალიორკაში. მას შემდეგ მოურინიომ "რეალთან" ერთად ბევრ წარმატებას მიაღწია.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, "ბლანკოსი" წელს პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ბარსელონას" 19 ქულით ჩმორჩება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდელებს კატალონიელებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მოურინიოს გუნდმა ბოლო 99 მატჩიდან რეკორდი დაამყარა: 75 გამარჯვება, 13 ყაიმი და მხოლოდ 11 მარცხი. გატანილი 281 და გაშვებული 87 გოლი.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 17 თებერვალი 2013
- 1 514
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.