ლოპესი : "ძალიან ბედნიერი ვარ"
სამეფო კლუბის ახალწვეულმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია მადრიდის "რეალში" და კარიერული თვალსაზრისით უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ...
"მინდა გითხრათ, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, მე ძალიან მიყვარს მადრიდის "რეალი", წარმოიდგინეთ, მრავალი წელი მაქვს გატარებული სამეფო კლუბში, მართლაც ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობდი, მაგრამ წასვლა მომიწია, ახლა კი ყველაფერი რიგზეა და დავბრუნდი დედაქალაქში, სადაც ჩემი საყვარელი კლუბის ღირსებას ვიცავ."
"კასილასის დაბრუნების არ მეშინია, კარგად ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მომიწევს, მაგრამ მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო და ჩემი კვალი დავტოვოს სამეფო კლუბის ისტორიაში."
"ჯერ-ჯერობით პირველ მეკარედ ვითვლები და წინ რამდენიმე ურთულესი მატჩი გველის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებითი შეხვედრები მანჩესტერ იუნაიტედსა და კატალონიის ბარსელონასთან, ხსენებულ დაპირისპირებებში ფაქტიურად ჩვენი ბედი გადაწყდება."
- 16 თებერვალი 2013
- 1 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.