ველბეკი : "წინ 90 წუთია"
მანჩესტერ იუნაიტედის წინახაზელმა, დენი ველბეკმა, რომელმაც მადრიდის "რეალის" კარი სანტიაგო ბერნაბეუზე აიღო ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ გატანილი გოლი გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს...
"მერწმუნეთ, ბერნაბეუზე გოლის გატანა არც ისე იოლი საქმეა, ამით ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპისკენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით დასრულებული არაფერია, დარწმუნებული ვარ ჟოზე მოურინიოს შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი აჩვენონ და საკუთარი გულშემატკივრები გაახარონ, მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი და 1/4 ფინალში გასვლა იქნება."
"ოლდ ტრაფორდზე ფავორიტი ყოველთვის მანჩესტერ იუანიტედია, ჩვენ არ ვუფრთხით არცერთ მეტოქეს, თუნდაც ეს ვარსკვლავებით გაჭედილი სამეფო კლუბი იყოს, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე ნამდვილად ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა სიტუაცია აუცილებლად შეიცლება და ინგლისში თამაშს ჩვენ წავმართავთ."
- 16 თებერვალი 2013
- 1 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.