ადანი შესაძლოა "ბორუსიაში" გადაბარგდეს
მას შემდეგ, რაც იკერ კასილასმა ტრავმა მიიღო, ყველას ეგონა, რომ კანტერანო ანტონიო ადანს, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ხელმძღვანელობას სასწრაფოდ დიეგო ლოპესის შეძენა გადაწყვიტა, აქედან გამომდინარე ჟოზე მოურინიოს ანტონიოსადმი 100%-იანი ნდობა არ აღმოაჩნდა, რამაც ახალგაზრდა ესპანელი ძალიან გაანაწყენა...
გავრცელებული ინფორმაციით ადანი საკუთარ მომავალს მადრიდის "რეალში" ვეღარ ხედავს, იგი პრეტენზიას არ გამოთქვამს მეორე მეკარის სტატუსის ქონაზე, მაგრამ როგორც ხედავთ მთავარი გოლკიპერის ტრავმის შემდეგ გუნდი მას მაინც არ ენდო, ესეიგი მან მესამე სათადარიგო კარის დამცველის პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც პირადად ფეხბურთელის კარიერისთვის კატასტროფის ტოლფასი გახლავთ.
ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ანტონიომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მშობლიური კლუბი დატოვოს.
ესპანელ მეკარეს უკვე გამოუჩნდა მსურველი დორტმუნდის ბორუსიის სახით, რომელიც გოლკიპერის ძიებაში გახლავთ, გერმანულ კლუბში გადასვლა ანტონიოსთვის არც ისე ცუდი ვარიანტი გახლავთ, რადგან ფაქტია, რომ დორტმუნდი წლიდან წლამდე და თვიდან თვემდე ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებს და ევროსარბიელებზეც იძახის საკუთარ სიტყვას.
- 16 თებერვალი 2013
- 1 777
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.