„რეალი“:„მან.იუ“ - ფენომენალური მეოთხე
საინტერესო, ემოციონალური, ლამაზი - თამამად შეგვიძლია, ამ სიტყვებით შევამკოთ, „რეალისა“ და „მანჩესტერი“ ორმატჩიანი გარჩევა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წ.წ. 1/4 ფინალურ სტადიაზე გაიმართა.
როგორც ახლა, მაშინაც, გუნდების დაპირისპირება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიწყო.რაულის დუბლისა და ფიგუს შესანიშნავი გასროლის წყალობით, „რეალმა“ 3-1 დაამარცხა მეტოქე, რაც საკმაოდ მისაღებ შედეგს წარმოადგენდა მადრიდელებისათვის.
განმეორებით დუელში, ბრაზილიელმა ფენომენმა, ფენომენალური თამაში შემოგვთავაზა, შეასრულა რა ჰეთ-თრიქი, ბარტეზის კარში.მართალია, საბოლოო შედეგი 4-3 დაფიქსირდა მასპინძლების სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ესპანელები გავიდნენ.
პირველი მატჩი: 08-04-2003; „სანტიაგო ბერნაბეუ“ (მადრიდი)
„რეალი“, 3;
კასილიასი; სალგადო, იერო, ელგერა, კარლოსი; ფლავიო, მაკელელე; ფიგუ, რაული, ზიდანი; რონალდო (გუტი, 84').
„მანჩესტერი“, 1;
ბარტეზი; გარი ნევილი (სოლსკეაერი, 86'), ფერდინანდი, ბრაუნი, სილვესტრი (ოში, 58'); ბექემი, კინი, ბუტი, სქოულზი, გიგსი; და ნისტერლოი.
გოლები: 1-0 ფიგუ, 12´. 2-0 რაული 28´, 3-0 რაული 49´, 3-1 ნისტერლოი 52´.
მეორე მატჩი: 23-04-2003; „ოლდ ტრაფორდი“ (მანჩესტერი)
„მანჩესტერი“, 4;
ბარტეზი; ბრაუნი, ფერდინანდი, სილვესტრი (ფილ ნევილი, 79'), ოში; სოლსკეაერი, ბუტი, კინი (ფორჩუნი, 82'), ვერონი (ბექემი, 63'), გიგსი; და ნისტერლოი.
„რეალი“, 3;
კასილიასი; სალგადო, იერო, ელგერა, კარლოსი; მაკელელე, გუტი; ფიგუ (პავონი, 87'), ზიდანი, მაკმანამანი (პორტილიო, 69'); და რონალდო (სოლარი, 67').
გოლები: 0-1 რონალდო 12´. 1-1 ნისტერლოი 43´.
1-2 რონალდო 50´, 2-2 ელგერა (ა.გ.) 52´,
2-3 რონალდო 59´, 3-3 ბექემი 71´,
4-3 ბექემი 84´.
იხილეთ ორივე მატჩის მიმოხილვა
- 13 თებერვალი 2013
- 2 758
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.