მოურინიო 6-3 ფერგიუსონი

4 წლიანი პაუზის შემდეგ, ჟოზე მოურინიოსა და ალექს ფერგიუსონის გუნდები კვლავ შეერკინებიან ერთმანეთს.

პორტუგალიელისა და შოტლანდიელის დუელი, 2004 წლიდან იღებს სათავეს.ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე, „განსაკუთრებულის“ „პორტუს,“ „წითლები“ ერგოთ მეტოქედ.პირველი დაპირისპირება „დრაგაზოე“ გაიმართა და ადგილობრივებმა 2-1 მოიგეს, ხოლო რაც შეეხება მეორე მატჩს, მას ინგლისელბი თითქმის 90 წუთის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა ბოლოსკენ გატანილი გოლით, 1-1 დააფიქსირეს ტაბლოზე, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ შემდეგ ეტაპის საგზური, პორტუგალიურ გრანდს ერგო.

მწვრთნელების დაპირისპირება, მოუს „არისტოკრატთა“ რიგებში გადასვლის შემდეგ გაგრძელდა.ნიშანდობლივია, რომ პირველივე სეზონში, „ჩელსიმ“ 3-ჯერ მოახერხა „იუნაიტედის“ ძლევა (1-0, 2-1, 3-1).რაც შეეხება მომდევნო ორ სეზონს, „ლურჯებმა“ თითო-თითოჯერ მოიპოვეს გამარჯვება (3-0 პრემიერ ლიგაში და პენალტებით თასზე).

ბოლოს კი, 2009 წელს წარდგნენ ისინი ერთმანეთის პირისპირ.ჩ/ლ ასევე მერვედფინალურ ეტაპზე, ჟოზეს „ინტერმა“ შინ ნულოვანი ფრე გააგორა მანჩესტერებლთან, ხოლო გასვლაზე კი 2-0 დამარცხდა.

მაშასადამე, მათი სტატისტიკა ამგვარია: სულ 14 თამაში, ჟოზე 6, ფერგიუსონი 3, ყაიმი 5.

Marca.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)