მადრიდის რეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი (რას ფიქრობს ევროპა?)

გთავაზობთ ევროსპორტის სტატიას, სადაც აღნიშნული კომპანიის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები და ჟურნალისტები აფასებენ მატჩს.

კრისტოფერ ჰემშეიდტი (ევროსპორტი - გერმანია)

ბოლო პერიოდში ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, რაზეც მეტყველებს მათი უკანასკნელი მატჩები. სამეფო კლუბმა დაამარცხა სევილია ანგარიშით 4:1, ხოლო წითელმა ეშმაკებმა ევერტონი 2:0.

ინგლისელები ესპანეთში თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ჩავლენ, რადგან მათი შემტევი დუეტი ბრწყინვალედ უგებს ერთმანეთს, რობინ ვან პერსი გოლს გოლზე იტანს, უეინ რუნი კი ბრწყინვალე საგოლე გადაცემებს არიგებს. ამასთან ერთად მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონში ცოტა არ იყოს სუსტად გამოიყურება.

იმ შემთხვევაში, თუ მანკუნიანელები მოახერხებენ რონალდოს შეჩერებასა და ოზილის პასებთან გამკლავებას, მაშინ ისინი შემდეგ ეტაპზე გააღწევენ. ბერნაბეუზე ფრე კარგი შანსი იქნება მანჩესტერში სასურველი შედეგის მისაღწევად.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მანჩესტერ იუნაიტედი

მატია ფანტანა (ევროსპორტი - იტალია)

”ემიუ” ბრწყინვალედ გამოიყურება ინგლისის ჩემპიონატში. უნდა აღინიშნოს რუნისა და ვან პერსის ფაქტორი. ფეხბურთელებმა ამ მცირე ხანში ბრწყინვალედ გაუგეს ერთმანეთს და პრემიერ ლიგის მრისხანე შემტევ ხაზს წარმოადგენენ. ”ეშმაკების” საუბედუროდ, ნახევარმცველები ვერ დგანან მათ დონეზე, ამიტომ ბრიტანელებს გაუჭირდებათ მადრიდის რეალთან დაპირისპირება.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონში არ აჩვენებს თამაშის ისეთ ხარისხს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა, ფეხბურთელებს აქვთ კარგი შედეგი სათასო მატჩებში. გასულ წლებში ბარსელონასთან და ბაიერნთან მათ არ გაუმართლა, წელს კი მანჩესტერის დამარცხებას შეეცდებიან.

ტომ კლევერლი ბრწყინვალე ნახევარმცველია, იგივე შეიძლება ითქვას კაგავაზეც, რომელიც უახლოეს მომავალში უფრო მოუმატებს, მაგრამ ისინი არ არიან ჩავი და ინიესტა, რომ რეალის ნახევარდაცვას კონკურენცია გაუწიოს. მადრიდში სავარაუდოდ ფერგი კონტრ-შეტევაზე ითამაშებს, რადგან ამ შემადგენლობით ბერნაბეუზე დომინანტური პოზიციის მოპოვება შეუძლებელია.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მადრიდის რეალი

ნიკოლა სბარა (ევროსპორტი - საფრანგეთი)

მანჩესტერ იუნაიტედი ბრწყინვალე მდგომარეობაშია, ის ინგლისის ამჟამინდელ ჩემპიონს 12 ქულით უსწრებს და ღირსეულად იკავებს პირველ ადგილს. ეს ”ეშმაკებს” აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას მთლიანად იყოს კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგაზე. მადრიდის რეალი კი პირიქით, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. თეთრებმა დაკარგეს ლა ლიგა და ახლა მათი მიზანი მეორე ადგილისათვის ბრძოლა არის. ”ემიუს” უპირატესობას ისიც ანიჭებს, რომ მეორე მატჩი ოლდ ტრაფორდზე იმართება და არ ყავთ სერიოზული დანაკარგი. მადრიდის რეალს კი გუნდის კაპიტანი და შეუცვლელი ფიგურა იკერ კასილასი ვერ ეხმარება.

ბენზემა და იგუაინი კატასტროფულ ფორმაში არიან, რასაც ვერ ვიტყვით ვან პერსისა და რუნიზე, რომლებიც მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. ფერგის მთავარი ამოცანა კი მისი ექს-შეგირდის რონალდოს შეჩერება იქნება.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მანჩესტერ იუნაიტედი

ჯიმი ევერტსონი (ევროსპორტი - შვედეთი)

მოურინიო ინგლისში ასპარეზობისას ფერგის ყოველთვის სისხლს უშრობდა. ამ ფაქტმა შესაძლოა სამეფო კლუბს მცირე უპირატესობა მიანიჭოს. მანკუნიანელების დაცვა ძალიან ცუდად გამოიყურება მიმდინარე სეზონში და არის კითხვის ნიშნები დე ხეასთანაც. ახალგაზრდა ესპანელი ბრწყინვალეა კარის ხაზე, მაგრამ უჭირს ჩაწოდებების მოგერიება. მადრიდის რეალი კი ფლანგებიდან შეტევას ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად ფერგის სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ორივე გუნდი ბრწყინვალეა შეტევაში, ერთის მხრივ იუნაიტედში პერსი-რუნის დუეტი, მადრიდში კი კრ7. მომატების პოტენციალი კი სამეფო კლუბს უფრო მეტი აქვს ნახევარდაცვის ხარჯზე, ვიდრე იუნაიტედს.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მადრიდის რეალი

ონურ საიგინი (ევროსპორტი - თურქეთი)

იუნაიტედს მეტი შანსი აქვს, რადგან უკეთეს ფორმაშია, ამასთანავე რეალზე არის დიდი ზეწოლა, ისინი ვალდებულნი არიან მოიგონ ჩემპიონთა ლიგა, რაც თავის მხრივ ცუდ მდგომარეობაში აყენებს ესპანურ კლუბს.

სამეფო კლუბის ერთადერთი იმედი რონალდო არის, იუნაიტედის თავდამსხმელებს კი ძალიან გაუადვილდებათ, როდესაც კარში კასილასის ნაცვლად დიეგო ლოპესი დახვდებათ.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მანჩესტერ იუნაიტედი

ილია მინსკი (ევროსპორტი - რუსეთი)

ამ ორ გუნდს შორის არანაირი განსხვავება ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ რეალს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. რა თქმა უნდა რუნის და ვან პერსის შეუძლიათ ნებისმიერი დაცვის ხაზი გაარღვიონ, მაგრამ რეალს ჰყავს რონალდო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში შესანიშნავი ფორმა აკრიფა. აგრეთვე შეადარეთ ალონსო და ოზილი კერიკს და კლევერლის.

აგრეთვე გასათვალისწინებელი ფაქტორია მოურინიოც, რადგან ის ორიენტირებულია ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მიმდინარე სეზონში.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მადრიდის რეალი

ივან კასტელო (ევროსპორტი - ესპანეთი)

რეალი საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ისეთ პოზიციაში იმყოფება, რომ ახლა მას არჩევანი არ აქვს, ან უნდა მოიგოს, ან მოიგოს. მოურინიოს ფეხბურთელები ბრწყინვალე ფორემაში შევიდნენ, განსაკუთრებით რონალდომ. უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბს საუკეთესო თერთმეტეული ეყოლება კასილასის გამოკლებით.

სამეფო კლუბმა ელ კლასიკოში დაამტკიცა, რომ მიუხედავად ცუდი თამაშისა ლა ლიგაში, მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება და ნებისმიერი მეტოქისათვის ღირსეული მეტოქეობის გაწევა შეუძლია.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მადრიდის რეალი

ალექს ჩიკი (ევროსპორტი - ბრიტანეთი)

სტატისტიკას გადავავლოთ თვალი, მანჩესტერ იუნაიტედს არასოდეს სწყალობს იღბალი ევროპის ტოპ-კლუბებთან და არც ვარაუდის საფუძველი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს რამე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკები პრემიერ ლიგას ლიდერობენ, ეს უფრო მეტად მათი მეტოქეების სისუსტით არის გამოწვეული, ვიდრე წითლების კარგი თამაშით. ”ემიუ” ძალიან მძიმედ გამოიყურება.

რაც შეეხება მადრიდის რეალს, ისინი კატასტროფულ სეზონს ატარებენ ლა ლიგაში, მაგრამ ფეხბურთელებს ინდივიდუალურად თუ ავიღებთ, მათი ერტი მატჩისათვის დარაზმვის შემთხვევაში, მოურინიო სასურველ შედეგს მიაღწევს. ევროპული დაპირისპირების კლასიკის მომსწრეები გავხდებით და ჩემი აზრით პირველი შეხვედრა აუცილებლად თეთრების გამარჯვებით დასრულდება, მეორე შეხვედრაში კი მანჩესტერმა თავისი კბილები უნდა გამოაჩინოს.

ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე გავა მადრიდის რეალი

საერთო ჯამში 8 ექსპერტ/ჟურნალისტის შეფასებიდან, 5 მადრიდის რეალის სასარგებლოდ აკეთებს ფსონს. 3 - კი მანჩესტერ იუნაიტედის.

რას ფიქრობთ თქვენ? ვინ გავა შემდეგ ეტაპზე?

  • SunSay
  • 13 თებერვალი 2013
  • 5 019
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)