მოუ: „ყველანი ველოდებოდით ამ მატჩს“

ჟოზე მოურინიოს შეგირდებს, სეზონის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თამაში აქვთ ჩასატარებელი.„მანჩესტერელებთან“ დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, „რეალის“ თავკაცმა აღნიშნა, რომ „მისმა გუნდმა იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს.“

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მსიამოვნებს დიდ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და ასე არიან ფეხბურთელებიც.ბუნებრივია, ზოგი მოთამაშე ნაწყენი რჩება, რადგან ყველას ვერ მიეცემა შანსი.ვფიქრობ, „იუნაიტედი“ არის გრანდი.პირველად 9 წლის წინ დავუპირისპირდი მათ და იმის შემდეგ თითოეული შეხვედრა მახსოვს.დიდი იმედი მაქვს, „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართი პაექრობა, „რეალისათვის“ ბოლო აქ იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.“

„ევროპაში არიან დიდი კლუბები და მწვრთნელები, რომლებსაც არასოდეს აუწევიათ თავს ზემოთ, ჩ/ლ თასი.სამეფო კლუბს თავის ბალანზე 9 ტიტული აქვს, ხოლო მე 2.რასაკვირველია, ვეცდები, რომ „რეალმა“ მე-10 მოიპოვოს და მე კი მე-3.ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მესამედ ვიზეიმო პრესტიჟული გათამაშების ჩემპიონობა.მეტიც, პენსიაზე მხოლოდ 2 თასით არ გავალ.მიმდინარე სეზონის დასაწყისში დავეუფლეთ ესპანეთის სუპერ თასს.სამწუხაროდ, პრიმერაში პირველობის შანსები დავკარგეთ.მაშასადამე, გვრჩება 2 ტურნირი.უნდა დაველოდოთ სეზონის დასასრულს და შემდეგ გავაკეთოთ შეჯამება.“

„გრანდების წინააღმდეგ ასპარეზობა, გაცილებით ადვილია.წლეულს, შედარებით დაბალი დონის კლუბებთან თამაშისას, მოტივაციის ნაკლებობას განვიცდით და სწორედ ამიტომაც გავანიავეთ ლა ლიგა.ჩემპიონთა ლიგაზე, სკმაოდ რთული ჯგუფი გვერგო და კარგად ვიცოდით, რომ მაღალ დონეზე უნდა გამოვსულიყავით.ხვალ ჩვენს წინაშე დიდი გუნდი წარსდგება.“

„კრიშტიანუ ყველაზე ფანტასტიკური მოთამაშეა, რომლის გაწვრთნაც მომიწია, თუმცა გამიმართლა, რომ ჩემს განკარგულებაში ხვდებოდნენ ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიოს გამო ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ.“

„რახან პეპე მოხვდა განაცხადში, ესეიგი სათამაშოდ მზადაა.ის ძალისხმევას არ იშურებდა გამოსაჯანმრთელებლად.ბოლო შეხვედრაში 25 წუთი გაატარა მწვანე მინდორზე.“

„რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, ვერ მოგაწვდით.“

„მანჩესტერსაც“ უნდა რომ იცოდეს, ჩვენი სტრატეგიის შესახებ.შენ ჟურნალისტი ხარ, ხოლო ისინი რთული თამაშის მოლოდინში არიან.კარგად ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და მაქსიმალურად ვეცდებით ამის გაკეთებას.ჩვენს წინაშე იქნება ძლიერი მეტოქე, დიდი საერთაშორისო გამოცდილებით.მეტოქე ფეხბურთელებმა კარგად იციან, როგორ უნდა დაძლიონ სირთულეები.“

„სამწვრთნელო კარიერას დასრულებას 70 წლის ასაკში ვაპირებ, აქედან გამომდინარე წინ კიდევ 20 წელი მაქვს.ამდენი ხანი იმიტომ ვრჩები, რომ დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმიანობისაგან.გუნდში არანაირი კრიზისია.ალბათ, ეს ინფორმაცია ესპანელ ჟურნალისტებთან საუზმის დროს მიიღე.ხვალ „რეალი“ გამოვა მოედანზე და ნახავთ, რომ გავრცელებული ხმები არასწორია.ესპანეთიდან ინგლისში გადავალ სამუშაოდ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფერგიუსონს შევცვლი.მე და ალექსი ერთად დავასრულებთ კარიერას, მე 70 ვიქნები, ის კი 90.“

ReaLmadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)