კრ7 - „თეთრებს“ ახალი ლეგენდა ჰყავთ
გუშინ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგარი ხალხი სტუმრობდა.
ხენტო, პირი, ბუტრაგენიო და ამანსიო, მადრიდის საფეხბურთო კორიდაზე, ერთი მიზნით შეიკრიბნენ.მათ სამეფო კლუბის ლეგენდად, თავიანთი სტუდენტი, კრიშტიანუ რონალდუ „მონათლეს,“ რომელმაც „გუშინ“ ესპანურ გრანდში შემოაბიჯა, დღეს კი, კლუბის ყველადროის საუკეთესო გამტანებს შორის, მეექვსე პოზიციას იკავებს.მეტიც, „ელ ფერარის“ ნაირი სტატისტიკა, არც მის ზემოთ მყოფ დიად მოთამაშეებს აქვთ - 1.02 გოლი თითოეულ შეხვედრაში.მის სიახლოვეს მხოლოდ პუშკაში იმყოფება (0.92 გოლი).
ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ „სევილიასთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქით, რონალდუს 182 „თეთრი“ გოლი დაუგროვდა.ამ მაჩვენებლით, მან უკან ჩამოიტივა ხენტო და როგორც მოგახსენეთ, ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე შეჩერდა.კლუბმა გადაწყვიტა, „ბერნაბეუს“ მწვანე მინდორზე ის „ბიჭები“ შეეკრიბა, რომელიც ათეულში იმყოფებიან, მაგრამ უკვე პორტუგალიელის უკან.
„ათეულში ყოფნა ყოველთვის კარგია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის გათვალისწინებით, ერთ დროის მოპოვებული რეკორდების დამხობა, მხოლოდ დროის საკითხია“ - დასძინა ამანსიომ, რომელიც ფიქრობს, რომ კრიშტიანუს საუკეთესოობაც შეუძლია: „ასეთ მოკლე ხანში, ამდენის გაკეთება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, წარმოუდგენელი ძალით.ის გააგრძელებს რეიტინგში აღმასვლას და სხვადასხვა მიღწევების დამხობას.უკან ჩამოიტოვებს, დი სტეფანოსაც.“
ბუტრაგენიო: „უკიდურესად ვამაყობთ იმით, რომ რონალდუ მადრიდელია.ის საოცარი ფეხბურთელია და მისი მთავარი ღირსება არის ამბიცია.თითოეულ მატჩს, თავის გამოწვევად აფასებს.შემადგენლობაში, როდესაც გყავს მოთამაშე, რომელიც მატჩში 1 ბურთს იტანს, დიდი პრობლემაა მოწინააღმდეგისათვის, რამეთუ მათ 2 გატანა უწევთ გამარჯვების მოსაპოვებლად. ვიმედოვნებ, რომ „რეალში“ კიდევ ბევრი წელი გაჩერდება.ის ძალიან მნიშვნელოვანია."
ხენტო: „კრიშტიანუ რონალდუს ყურება მწვანე მინდორზე, დიდი სიამოვნებაა.ყველაფერს გავიღებდი, მის გვერდით თამაშისათვის.რონი უნიკალურია.“ „სამეფო კლუბში 18 წელი გავატარე და ამ პერიოდში 23 ტიტული მოვიგე, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის.მიყვარს, როდესაც შვილებსა და შვილიშვილებს ვუყვები, რომ დიდებული კლუბის ნაწილი ვარ.“
რონალდუ: „დიდი პატივია, როდესაც ჩემი გვარი ასეთი ლეგენდარული ადამიანების გვერდით წერია.განვლილი პერიოდი, სიამაყის გრძნობას მიჩენს და უფრო მოტივირებულს მხდის.“
„ბერნაბეუზე“ შეკრებილი ლეგენდები, საკუთარი ბურთებით იყვნენ წარმოდგენილნი, რაზეც ხენტომ შემდეგი განაცხადა: „ამ ბურთით 300 გოლი გავიტანე, მაგრამ როდესაც სველდება, მისი წონა 100 კგ. შეადგენდა.“
„ყოველთვის ვამბობდი, რეკორდები იმისთვისაა, რომ ვიღაცამ დაამხოს.ამის გაკეთება შემიძლია არა მხოლოდ მე, არამედ მომდევნი გენერაციის ფეხბურთელებსაც.ბედნიერი ვარ, რომ ამდენი შევძელი.ჩემი მიზანია პირველი ადგილი.“
საუბრის ბოლოს, ჟურნალისტებმა ლეგენდებს სთხოვა დაესახელებინათ მათ მიერ გატანილი საუკეთესო გოლი:
ამანსიო: „ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს გოლებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოვყოფდი, 65/66 წ.წ. სეზონში „სან სი როზე“ გატანილ გოლს, ევროპის თასის ნახევარფინალურ სტადიაზე და „პარტიზანთან“ ფინალში შეგდებული გოლი.“
ბუტრაგენიო: „გოლი, რომელიც „კადისთან“ გავიტანე, დაუვიწყარია, რამეთუ ეს ჩემი პირველი გოლი გახდათ.“
პირი: „ყველაზე მეტად მახსოვს, გოლი მიუხენგლადბახის ბორუსიასთან და სან სებასტიანში.ამ უკანასკნელმა ლა ლიგის ტიტული მოგვიტანა.“
ხენტო: „სულ მახსენდება გოლი, რომელიც „მილანს“ შევუგდე „ეიზელის“ არენაზე.“
რონალდუ: „ყველაზე განსაკუთრებული ის გოლია, რომელიც უკანასკნელად გავიტანე.ყოველთვის ასე ვეტყვი, რამეთუ ბოლო ბურთი, მუდამ დიდ მნიშვნელობას ატარებს.“
„რეალის“ საუკეთესო ბომბარდირები:
- 12 თებერვალი 2013
- 2 698
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.