რონალდო რაულის რეკორდს უმიზნებს
რონალდოს ამბიციებს საზღვარი არ აქვს, ამ შემთხვევაში ნეგატიური კონტექსტით ნამდვილად არ უნდა მოვიხსენიოთ ეს სიტყვა, რადგან პორტუგალიელი თავისი თავის სრულყოფაზეა ორიენტირებული და ყოველ მატჩში უმატებს. მადრიდელთა შვიდიანს მიზნად აქვს დასახული ექს-შვიდიანის რეკორდის მოხსნა.
მოგეხსენებათ, რაულ გონსალეს ბლანკო 323 გოლით რეალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. რონალდოს ანგარიშზე კი ამჟამად 182 ბურთია. ის სევილიასთან გაფორმებული ჰეთ-ტრიკით სამეფო კლუბის კიდევ ერთ ლეგენდას, ხენტოს გაუთანაბრდა. მიუხედავად შესანიშნავი სტატისტიკისა კრისს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს თეთრი ლეგენდის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.
AS-თან საუბრისას რონალდომ აღნიშნა: ”ყოველთვის იმას ვიძახი, რეკორდები იმისთვის არის შექმნილი, რომ ვიღაცამ მოხსნას. ძალიან მიხარია, რომ ისტორიის ნაწილი გავხდი უკვე, ახლა ვაპირებ, რომ გავაგრძელო საკუთარ თავზე მუშაობა და ადრე თუ გვიან აღმოვჩნდე პირველ პოზიციაზე.”
- 12 თებერვალი 2013
- 3 085
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.