სკოლარი : "მანჩესტერს ესპანურ გუნდებთან ხშირად უჭირს"

ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მადრიდის "რეალსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" შორის შედგება...

"დარწმუნებული ვარ ჟოზე მოურინიოსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის ძალიან დიდი ტაქტიკური ჯახი გაიმართება და გამარჯვებას მხოლოდ უფრო მეტად მომზადებული გუნდი მოახერხებს, ნამდვილად ვერ გეტყვით რომელი კოლექტივია ფავორიტი, მე ძალიან სანახაობრივ მატჩს ველი, რადგან ორივე კლუბი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთის ისტორიაში ულამაზეს ფურცლებს წერს."

"ზოგადად "იუნაიტედს" ესპანურ გუნდებთან თამაში ძალიან უჭირს, თუნდაც ბარსელონასთან ბოლოდროინდელი შეხვედრები ავიღოთ. ასევე გავიხსენებდი მადრიდთან ბოლო დაპირისპირებას, როდესაც ორივე გუნდმა მოედანზე სპექტაკლები დადგა, როგორც ბერნაბეუზე, ასევე ოლდ ტრაფორდზე, არასდროს დამავიწყდება ბრაზილიელი რონალდოს ბენეფისი, რომელიც მას ინგლისში ჰქონდა, იგი იმ შეხვედრაში უბრალოდ ბრწყინვალე იყო."

"კრიშტიანო რონალდოსთან ერთად მიმუშავია და ვიცი თუ რა ძალას წარმოადგენს ეს ფეხბურთელი, დარწმუნებული ვარ მინიმუმ 3 მანჩესტერელს რონის გაჩერება ექნება დავალებული, რაც სხვა ფეხბურთელებს დამატებით სივრცეებს შეუქმნის, ჩემი აზრით სწორედ ეს უნდა იყოს სამეფო კლუბის წარმატების გასაღები, მაგრამ არ შეიძლება უეინ რუნის, ვან პერსის და იანგის დავიწყება, რომლებიც ძალიან მობილურები არიან და "რეალის" დაცვას მათი გამკლავება მეტისმეტად გაუჭირდებათ."

"ფავორიტის დასახელებას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით "წითელ ეშმაკებს" ესპანური სტილის გუნდებთან დაპირისპირება ყოველთვის უჭირთ, თუმცა ამით "რეალის" ძალებს უფრო მაღლა ვერ დავაყენებ, ჩემი პირადი აზრია 50-50-ზე."

  • Hala
  • 11 თებერვალი 2013
  • 2 306
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)