პეპეს პრეს კონფერენცია
მილანში გამგზავრებამდე მადრიდის რეალის პორტუგალიელმა მცველმა პეპემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.
- ხომ არ ნერვიულობთ მილანთან მატჩის წინ?
- ცოტათი სანერვიულო გვაქვს, თუმცა ხეტაფესთან გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებულობა შეგვემატა და ვეცდებით მილანშიც მივაღწიოთ წარმატებას.
- რა უფრო მნიშვნელოვანია, კრიტიკაზე პასუხის გაცემა თუ მატჩების მოგება?
- ჩემი აზრით ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აშკარად გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი, რაც ბოლო შეხვედრაშიც დავადასტურეთ, ახლა ამის დამტკიცება მილანთან მოგვიწევს.
- რას ელით მილანისგან?
- ვიცით რომ ისინი განსაკუთრებით ემზადებიან ამ მატჩისთვის. მთავარია ჩვენ ვითამაშოთ ისე როგორც გვჩვევია. აუცილებელია სწრაფად გამოვიყენოთ შექმნილი სივრცეები და შეტევები გოლით დავაგვირგვინოთ. მადრიდის რეალისთვის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე გასვლა პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩემპიონთა ლიგის ნამდვილი პრეტენდენტები ვართ.
- ალბიოლის გაძევებამ ხომ არ იმოქმედა გუნდზე?
- რა თქმა უნდა იმოქმედა, მე უკვე შევეჩვიე მის გვერდით თამაშს და ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდექით. მიუხედავად ამისა გუნდმა თავისი მებრძოლი ხასიათი აჩვენა, რაც დაგვიფასდა კიდეც.
- უნდა ეჩვენებინა ალბიოლისთვის წითელი ბარათი მსაჯს?
- ჩემი აზრით იგი ამას არ იმსახურებდა, მაგრამ კარგია რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის პოვნა იმ მატჩში.
- გუტი კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში...
იგი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მწვრთნელს აქვს მიზეზი რის გამოც იგი ვერ მოხვდა ბოლო ორი მატჩის განაცხადში. პელეგრინის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ყოველ ჩვენგანს ექნება შანსი გამოიჩინოს თავი, ამიტომ გუტიმ უნდა გააგრძელოს ვარჯიში და დაელოდოს თავის შანსს.
- მიესალმეთ კასკეროს?
- ვერ მოვახერხე, რადგან ვერ დავინახე იგი. როდესაც ჩვენი გზები გადაიკვეთება აუცილებლად მივესალმები მას.
- როგორ აღწერდით იმ გზას, რომელიც კლუბმა მიმდინარე სეზონში გაიარა?
- ამის აღწერა ადვილია. სევილიასთან მატჩი მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის. ალკორკონმა გაგვაოცა. მილანთან მატჩი კი უცნაური იყო, ვინაიდან მატჩის სადავეებს თითქოსდა ვაკონტროლებდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდით.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 1 ნოემბერი 2009
- 1 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.