სოლსკეაერი: „უპირატესობას რონალდუს ვანიჭებ“
„მკვლელი, ბავშვის სახით“ ან უბრალოდ ოლე გუნარ სოლსკეაერი, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ვფიქრობ, ქომაგებს კარგად გვახსოვს ნორვეგიელი შემტევის გამოსვლა „მანჩესტერის“ რიგებში.მას გოლის გატანის საოცარი ალღო ჰქონდა, განსაკუთრებით შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ.მაშასადამე, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი კომენტარის გამოქვეყნება, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.
„სერ ალექსი არასოდეს გადადგება.ის გააგრძელებს ტიტულების მოპოვებას, მიუხედავად თავისი ასაკისა.ის რაც ვიცი, ყველაფერი ფერგის დამსახურებაა.ორივეს გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების (სოლსკეარე ამჟამად მწვრთნელია), გვიყვარს გამარჯვება და ინვესტიციებს ახალგაზრდა ადამიანებში ვდებთ.“
„რა თქმა უნდა, მინდა, რომ „იუნაიტედმა“ გაიმარჯვას, მაგრამ პირველ პაექრობაში, შეუძლებლად მეჩვენება ეს.სურვილი მაქვს, მატჩი 4-3 მორჩეს და ჰეთ-თრიქი რონალდუმ გაიფორმოს.ის 17 წლის იყო, როდესაც „მანჩესტერმა“ გაიფორმა.თვალs ვადევნებდი მის კაცად ჩამოყალიბებას.შესაძლებლობა, რომ მქონდეს ჩემს გუნდში კრიშტიანუს მოვიყვანდი.დიახ, მესი ფანტასტიკურია, მაგრამ უპირატესობას პორტუგალიელს ვანიჭებ.“
„ვფიქრობ, მენეჯერებმა კარგად იციან მეტოქეების შესახებ.მატჩის ბედს, რონალდუს ან ვან პერსის მომენტი გადაწყვეტს.“
პ.ს. საფეხბურთო სამყაროში, დიდი პაექრობა იყო ხოლმე, აღნიშნული ფეხბურთელის გვარის სწორად გამოთქმის გამო.მომიტევეთ, თუ არასწორად წარმოვადგინე.
- 11 თებერვალი 2013
- 2 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.