მოურინიომ თერთმეტეული შეარჩია
მადრიდული გამოცემა „მარკას“ აზრით, ჟოზე მოურინიოს, „მანჩესტერთან“ მატჩისთვის, სასტარტო შემადგენლობა შერჩეული ჰყავს.
„განსაკუთრებულის“ რჩეულობა შემდეგ ფეხბურთელებს ხვდათ წილად: ლოპესი, არბელოა, კოენტრაუ, პეპე, რამოსი, ალონსო, ხედირა, იოზილი, დი მარია, რონალდუ & ბენზემა.უხეშად რომ ვთქვათ, მარსელოსა და კასილიასის გამოკლებით, ჩამოთვლილ გვარებს, პორტუგალიელი სპეციალისტი დიდი მატჩებისთვის იყენებს.
როგორც ხედავთ, რამდენიმე დღიანი ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ თერთმეტეულში დაბრუნება პორტუგალიელი პეპე, რომელიც „სევილიასთან“ 25 წუთი გაისარჯა.რამოსის მეწყვილედ ვარანის განხილვაც შეიძლება, თუმცა რაფას წარმატებული გამოსვლა დაზიანებამ შეაჩერა და ის სრულ კონდიციებში არ იმყოფება.
გადავიდეთ დაცვის ფრთებზე, დიდი ალბათობით, მარსელო ჯერ მზად არარის საწყისი წუთებიდან თამაშისათვის.აქედან გამომდინარე, ადგილი ერგება კოენტრაუს.სხვა შემთხვევაში არბელოასაც, რომელიც მარცხენაზე დადგება, ხოლო ესიენი მარცხენა, მაგრამ მოვლენების ამგვარდი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
რაც შეეხება ნახევარდაცვასა და თავდასხმა, იქ ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე სახის ცვლილება.
- 11 თებერვალი 2013
- 3 573
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.