კალეხონის შეძენით "ბეშიქთაში" ინტერესდება
ხოსე კალეხონის მადრიდში დაბრუნების შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა, მაგრამ კასტილიის აღზრდილმა ძირითად შემადგენლობაში ფეხი მაინც ვერ მოიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეცვლებზე ხშირად გამოდის და გოლების გატანასაც ახერხებს, მისგან ფანები უფრო მეტს მოითხოვდნენ და ახლაც მოითხოვენ. იყო დრო, როდესაც ხოსეს ლეგენდარულ ესპანელ ფორვარდებსა და გარემარბებს ადარებდნენ, მაგრამ მისი მაქსიმალური შედეგი სამეფო კლუბის სათადარიგო ფეხბურთელობა გახლავთ...
მართალია "ბლანკოსში" შეცვლებზე თამაში ნამდვილად არ არის პატარა საქმე, მაგრამ ხოსეს ასაკი ემატება და იგი აღარ ითვლება ამომავალ ვარსკვლავად, ამ წლებში კალეხონი საკუთარი კარიერის პიკზე უნდა იყოს, მისი მაქსიმუმი თუ დღევანდელი ვითარებაა, მაშინ გამოდის, რომ იგი როგორც ვარსკვლავი, ნამდვილად ვერ მოგვევლინა, ამაში მთავარი "დამნაშავე" კი პირველ რიგში ჟოზე მოურინიო გახლავთ, რომელიც კალეხონს სასტარტო შემადგენლობის მიღმა ტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით ხოსეს ძალიან სურს მეტი სათამაშო პრაქტიკა, რასაც "ბლანკოსში" ვერ აღწევს, რადგან უდიდესი კონკურენციის პირობებში უწევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.
დღეისათვის ხოსეს ანგარიშზე ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 794 წუთია, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მან 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ბლანკოსს" კი სულ 22 აქვს გამართული, გამოდის რომ ხოსე თითქმის ყველა დაპირისპირებაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ მხოლოდ შეცვლებზე, სწორედ ამაზე მეტყველბს 794 წუთი, რომელიც არც ისე ბევრია, ხსენებული მაჩვენებლით ესპანელი ნახევარმცველი გუნდში მე-14 ადგილს იკავებს, სამეფო კლუბის 13 ფეხბურთელს მასზე მეტი დრო აქვს მოედანზე გატარებული.
გავრცელებული ინფორმაციით კალეხონმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს, მისით დაინტერესებული კი თურქული ბეშიქთაში გახლავთ, მოლაპარაკებების წარმატების დასრულების შემთხვევაში თურქული კლუბის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს ხოსეს სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც სათადარიგო ფეხბურთელის კვალობაზე ნამდვილად არ გახლავთ პატარა თანხა.
- 9 თებერვალი 2013
- 1 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.