კიდევ ერთი გამარჯვება „სევილიასთან“?
მადრიდელები, რომლებსაც 32 მატჩია არ წაუგიათ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ მეთოთხმეტე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან
ესპანეთის ლიგის რიგით 23-ე მატჩი, რომელიც „ბერნაბეუზე“ გაიმართება იქნება კვირის ცენტრალური მატჩი. ანდალუსიურ კლუბს ბოლო 3 თამაშია წაგება არ აქვს, ისინი ამ სერიის გაგრძელებას შეეცდებიან. მადრიდელებს კი 32 მატჩია არ წაუგიათ საკუთარ მოედანზე.
„ბერნაბეუ“ არის არის აუღებელი ციხე სიმაგრე
2012 წლის 18 იანვრის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუს“ „რეალის“ დამარცხება არ უხილავს. ამ მონაცემით იგი პირველი სტადიონია მსოფლიოში. „რეალის“ შემდეგ არიან „პორტო“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“
„სევილიამ“ ორ უკანასკნელ მატჩში გაიმარჯვა
ანდალუსიურ კლუბს ევროპული ტურნირების საგზურებამდე მხოლოდ 5 ქულააშორებს. ნეგრედო, მადრიდის „რეალის“ აღზრდილი ფეხბურთელი ანდალუსიელების ერთ-ერთი იარაღია. ეს იქნება ასევე გამორჩეული მატჩი სერხიო რამოსისა და დიეგო ლოპეზისათვის. „სევილია“ არის მათთვის მშობლიური გუნდი, სადაც მათ აიდგეს ფეხი საფეხბურთო სამყაროში.
- 9 თებერვალი 2013
- 1 123
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.