"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე" 2:0

გუშინ საღამოს , "მადრიდის რეალმა" მოახერხა ზედიზედ მეხუთე საშიანო შეხვედრის მოგება. მას შემდეგ, რაც 27–ე წუთზე მოედნიდან გაძევებულ იქნა ალბიოლი, ბლანკოსებს ათი კაცის შემადგენლობით მოუწიათ გამარჯვებისთვის ბრძოლა. მათ ამ მისიას კარგად გაართვეს თავი და გონსალო იგუაინის დუბლის წყალობით სამი ქულა ჩაიწერეს საკუთარ აქტივში. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერმა "ბარსელონამ" ფრედ ითამაშა "ოსასუნასთან" , რის შედეგადაც ბლანკოსებსა და კატალონიელებს შორის სხვაობა მინიმუმამდეა შემცირებული. თეთრები 22 ქულით მეორე ადგილს იკავებენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე , მადრიდელები 27–ე წუთის შემდეგ მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ და ასე მოუწიათ თამაშის გაგრძელებამ. მიუხედავად ამისა, პიპიტას დუბლის წყალობით , თეთრებმა , როგორც იქნა დაასრულეს ის უიღბლო გამოსვლა, რაც მათ წინა კვირას შემოგვთავაზეს.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

"მადრიდის რეალი" ამ თამაშის წინ დიდ ზეწოლას განიცდიდა, როგორც უბრალო გულშემატკივრების მხრიდან, ასევე სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებიდანაც. ამის მიზეზი კი გახლდათ კოპა დელ რეის თასზე "ალკორკონთან" სამარცხვინო 4:0 ანგარიშით წაგება. ეს იყო მათი მესამე მარცხი ხუთ შეხვედრაში და ამიტომაც იყო, რომ პრესაში აქტიურად იწერებოდა სტატიები მანუელ პელეგრინის კლუბიდან შესაძლო წასვლასთან და მის შემცვლელებთან დაკავშირებით.


ეხლა კი, მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს კლუბმა სასურველ შედეგს მიაღწია, ჩილელ სპეციალისტს შეუძლია ცოტა მშვიდად იყოს, მაგრამ სხვა საქმეა ის, რომ მისი ეს რელაქსაცია დიდხანს არ გაგრძელდება, ვინაიდან სამშაბათს თეთრებს ელით ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი თამაში "მილანის" წინააღმდეგ და სწორედ რომ ამ თამაშის შედეგზეც იქნება არანაკლებ დამოკიდებული პელეგრინის მომავალი.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0


ჯერ-ჯერობით ლათინო-ამერიკელი კარგად უმკლავდება კრიტიკოსებს. წინა თამაშისგან განსხვავებით მან გუშინდელ შეხვედრაში აბსოლიტურად განახლებული შემადგენლობა გამოიყვანა–"ალკორკონთან" გამოყვანილი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩა: რაულ ალბიოლი (ეს ფეხბურთელი 27–ე წუთზე მოედნიდან გააძევეს) და კარიმ ბენზემა.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

როცა 27–ე წუთზე რაულ ალბიოლს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და გასახდელისკენ მიუთითა, ბევრმა გულშემატკივარმა ალბათ გაიფიქრა, რომ ეს "მადრიდის რეალისთვის" კიდევ ერთი კოშმარული ღამე იქნებოდა. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, როცა კლუბი კაცნაკლული რჩება, ამ დროს მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი სტადიონის ფაქტორი და ამიტომაც იყო, რომ ბლანკოსები მოედანზე აშკარად ჯობნიდნენ მეტოქეებს.


ლასანა დიარა და კაკა შესანიშნავად თამაშობდნენ მოედნის ცენტრში , განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი ნახევარმცველის თამაში, რომელიც ყველგან იყო და თითოეული ბურთისთვის იბრძოდა, მაგრამ მიუხედავად მათი ამ შრომისა, ყველაზე მეტი დაფასება ამ თამაშის შემდეგ ალბათ გონსალო იგუაინს შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარში ორ წუთიანი ინტერვალით შეაგდო ბურთები მეტოქის კარში.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

ასეა თუ ისე , მადრიდელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლეს და ამით უფრო მიუახლოვდნენ "ბარსელონას" , რომელიც სატურნირო ცხრილს გუშინ ნათამაშები ფრის შემდეგ 23 ქულით ლიდერობს.


"ხეტაფე" პირველივე წუთებიდან აქტიურობდა, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როცა მე–15 წუთზე მარსელოს შეეძლო ანგარიშის გახსნა , მაგრამ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა.


შეხვედრაში ყველაზე საინტერესო მომენტი იყო 27–ე წუთზე, როცა მოედნის ცენტრიდან ბლანკოსთა კარისკენ გაკეთებული გადაცემისთვის ბრძოლა რაულ ალბიოლსა და სოლდადოს მოუწიათ, ამ დროს ალბიოლმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია, რის გამოც მსაჯმა არამარტო საჯარიმო დარტყმა დანიშნა, არამედ ბლანკოსების ფეხბურთელს წითელი ბარათიც უჩვენა და გასახდელისკენ მიუთითა.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

რაულ ალბიოლს არ სჯეროდა მიღებული გადაწყვეტილების და გაოგნებული იყურებოდა, მისი თანაგუნდელებიც აქტიურად ცდილობდნენ მსაჯის გადარწმუნებას, მაგრამ ეს უკანასკნელი არ აპირებდა არაფრის შეცვლას, ამიტომ ალბიოლი იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო და ამით თეთრები კაცნაკლული დაეტოვებინა. ამის შემყურე ისედავც გაჭაღარავებული პელეგრინი ერთ ადგილზე გაშეშდა, მის კლუბს ხომ მთელი დარჩენილი შეხვედრა კაცნაკლულს უნდა ეთამაშა, ამას ისიც დავუმატოთ, რომ დანიშნული საჯარიმო დარტყმის შედეგად, ბურთი კასილასის კარს სანტიმეტრებით აცდა.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

ამ სიტუაციის შემდეგ, იპოვეს რა საკუთარი თავი მადრიდელებმა გააგრძელებს დომინანტობა მოედანზე და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათი ეს უპირატესობა გოლად გადაექციათ. სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო და იგუაინი აქტიურად ცდილობდნენ მეტოქის კარის აღებას, მაგრამ ყველაზე რეალური შანსი მაინც კარიმ ბენზემას მიეცა 35–ე წუთზე, როც კაკას გადაცემის შემდეგ მან პირდაპირ იქ დაარტყა, სადაც "ხეტაფეს" გოლკიპერი უსტარი იდგა.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

ეს კარგი ე.წ. სეივი იყო უსტარის შესრულებით, მაგრამ მას აშკარად აჯობა იკერ კასილასის სეივმა, როცა ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე ნახტომში სოლდადოს თავური დარტყმა მოიგერია და იხსნა თეთრების კარი გაშვებული გოლისგან.


მატჩის მეორე ნახევარში დიარა და ბენზემა ახლოს იყვნენ მასპინძელთა დაწინაურებასთან , მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. ყველაფერი კი 54–ე წუთზე იგუაინმა გააკეთა, როცა მარსელოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ , ბურთი კარგად დაამუშავა და მოათავსა მეტოქის კარის ბადეში.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

ამ გატანილმა გოლმა ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივრები ცოტათი გამოცოცხლა, მაგრამ იგუაინი ამაზე არ გაჩერებულა და ზუსტად სამ წუთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად უკვე ბენზემას გადაცემის შემდეგ კარგად შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ანგარიში 2:0 გახადა. გონსალო ახლოს იყო ჰეთრიკის შესრულებსათან და მისი ეს გოლი, რომ გასულიყო აშკარად აჯობებდა წინა გოლებს, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.


"მადრიდის რეალი" VS "ხეტაფე"  2:0

იგუაინმა, მას შემდეგ, რაც "მადრიდის რეალში" გადმოვიდა კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა მოახერხა და სწორედ ამიტომაც იყო, რომ როცა იგი პელეგრინმა შეცვალა , მას ბერნაბეუზე მყოფი გულშემატკივრები ფეხზე წამომდგარნი აცილებდნენ ოვაციებით.

  • shvela
  • 1 ნოემბერი 2009
  • 2 161
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)