კასადოს გერმანიაში იწვევენ
კასადოს მიმართ ინტერეს "შტუტგარდი" იჩენს.
ხორხე კასადომ შესაძლოა მაგალითი ყოფილი თანაგუდელებისგან აიღოს და გერმანიაში გადაბარგდეს. როგორც ცნობილია მის მიმართ ინტერეს ბუნდესლიგის ბინადარი "შტუტგარდი" იჩენს.
ხორხეს კლუბთან კონტრაქტი ძალაშია 2013 წლის 30 ივნისამდე. თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელის ასაკს და მის პოზიციაზე პირველ გუნდში ფეხბურთელების საკმაო რაოდენობას, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ ბუნდესლიგის ვარიანტი ყველაზე სასურველია.
კასადომ "კასტილიას" შემადგენლობაში 85 მატჩი ჩაატარა, გასულ წელს მას დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში "პონფერადინასთან" მატჩში.
- 9 თებერვალი 2013
- 1 155
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.